2024 წლის 15 იანვრიდან, ევროპის საპატენტო უწყების და საქართველოს მთავრობის მიერ დადებული შეთანხმების შესაბამისად, განმცხადებლებს საშუალება ექნებათ მოახდინონ ევრობული საპატენტო განაცხადების და პატენტების ვალიდაცია საქართველოში.
საქართველოში ევროპული პატენტის ვალიდაციის მოთხოვნა შეიძლება შეტანილ იქნას ნებისმიერი ევროპული საპატენტო განაცხადისთვის, რომელიც შეტანილია 2024 წლის 15 იანვრიდან. ვალიდირებულ ევროპულ პატენტებს ექნებათ იგივე იურიდიული ძალა, როგორც ჩვეულებრივ ქართულ განაცხადებს და პატენტებს და მათი რეგულირება მოხდება მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
ვალიდაციის ოფიციალური საფასური საქართველოსთვის შეადგენს 200 ევროს, რომელიც უნდა იქნას გადახდილი ევროპუს საპატენტო უწყებაში ევროპული ძიების ანგარიშის გამოქვეყნების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებითი საფასურის გადახდით მომდევნო ორი თვის განმავლობაში. ვალიდაციის საფასურის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში უფლებების აღდგენა შეუძლებელია.
აღწერილობის თარგმანი ქართულ ენაზე უნდა იქნას შეტანილი საქპატენტში (საქართველოს საპატენტო უწყება) ევროპული საპატენტო უწყების მიერ გრანტის გამოქვეყნების დღიდან სამი თვის ვადაში, გამოქვეყნების საფასურის გადახდასთან ერთად. საქართველოს საპატენტო უწყება ამოწმებს გამოგონების ფორმულის თარგმანის შესაბამისობას ევროპული საპატენტო უწყებაში არსებული პატენტის ორიგინალ ტექსტთან და რაიმე შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში გამოსცემს შესაბამის დასკვნას. გამოგონების ფორმულა ქართულ ენაზე გამოქვეყნდება ვალიდაციის საფასურის გადახდის შემდეგ. გამოქვეყნება არ შეიძლება განხორციელდეს განაცხადის შეტანის თარიღიდან 18 თვეზე ადრე, ან პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, ყველაზე ადრეული პრიორიტეტის თარიღის შემდეგ.
ვალიდირებული ევროპული პატენტების მოქმედების ვადის გაგრძელების ოფიციალური საფასურები უნდა იქნას გადახდილი საქპატენტში იმ წლის მომდევნო წლებისთვის, რომელშიც გამოქვეყნდა ინფორმაცია ევროპული პატენტის გაცემის შესახებ.
თუ თქვენ გსურთ საქართველოში პატენტის მიღება, ჩვენი სპეციალისტები სიამოვნებით დაგეხმარებიან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დაგვიკავშირდით და ჩვენ ვიპოვით გადაწყვეტილებას, რომელიც მოერგება თქვენს საჭიროებებს.