Mikhailyuk, Sorokolat & Partners

პატენტრწმუნებულნი

დასრულებულია სასაქონლო ნიშნების შესახებ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შეთანხმების რატიფიცირება

დასრულებულია სასაქონლო ნიშნების შესახებ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის  შეთანხმების რატიფიცირება 2021 წლის 6 აპრილი

დასრულებულია სასაქონლო ნიშნების შესახებ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შეთანხმების რატიფიცირება

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ (სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი) დაასრულა სასაქონლო ნიშნების მომსახურების ნიშნების და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების პროცედურა.

შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სასაქონლო ნიშნებზე, მომსახურების ნიშნებზე ან ადგილწარმოშობის დასახელებებზე ერთიანი განაცხადის შეტანა წევრი სახელმწიფოების ხუთი საპატენტო უწყებიდან ნებისმიერში, ამასთან ასეთი ნიშნის სამართლებრივი დაცვა გავრცელდება ხუთივე ქვეყანაზე ერთიანი პრიორიტეტის თარიღის დადგენით. ამ პროცედურის უპირატესობებს შორის ასევე აღსანიშნავია ის, რომ უზრუნველყოფილია განმცხადებლების ფინანსური დატვირთვის შემცირება, სამართლებრივი დაცვის მოპოვების პროცედურის დაჩქარება, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი მიწოდება კავშირის ტერიტორიაზე და უცხოელი განმცხადებლების მოზიდვა.

შეთანხმება ძალაში შედის მას შემდეგ, რაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ყველა წევრი სახელმწიფო წერილობით შეტყობინებას გადასცემს (ევრაზიის ეკონომიკური კომისიის) დეპოზიტორიუმს აღნიშნულთან დაკავშირებით.