ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) დიზაინის რეფორმა
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) დიზაინის რეფორმა
ევროკავშირის დიზაინის კანონმდებლობის რეფორმა მოიცავს დიზაინის შესახებ რეგლამენტის განახლებას და დიზაინის დირექტივის ახალ ვერსიას.
რეგლამენტით (EU) 2024/2822 და დირექტივით (EU) 2024/2823 შეტანილი ცვლილებების უმეტესობა ძალაში შევა ორ ეტაპად: პირველი ეტაპი 2025 წლის 1 მაისიდან, განაახლებს ევროკავშირში დიზაინების დაცვის სამართლებრივ ბაზას, ხოლო მეორე ეტაპად დანარჩენი ცვლილებები შევა ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან.
ძირითადი ცვლილებები:
1. ტერმინოლოგიის განახლება
ტერმინი (Community design) შეიცვლება როგორც European Union design (EU design ან EUD). დაემატა ახალი სიმბოლო Ⓓ, რომელიც მიუთითებს იმას, რომ პროდუქტი დაცულია რეგისტრირებული EU დიზაინით.
2. დიზაინის განსაზღვრება
გაფართოვდა ტერმინების „დიზაინი“ და „პროდუქტი“ განსაზღვრება, ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით. ახლა უკვე დიზაინი შეიძლება მოიცავდეს მოძრაობას ან ანიმაციას, ხოლო ნაკეთობად შეიძლება ჩაითვალოს არამატერიალური ობიექტებიც.
3. განაცხადის შეტანის პროცესი
ერთი განაცხადის ფარგლებში ახლა შესაძლებელია 50-მდე დიზაინის ჩართვა და აღარ არის საჭირო რომ ისინი შედიოდეს ლოკარნოს კლასიფიკაციის ერთ ლასში. გარდა ამისა, ყველა EU დიზაინის განაცხადი პირდაპირ EUIPO-ში უნდა იქნას შეტანილი - ეროვნულ ოფისებში წარდგენა აღარ იქნება შესაძლებელი.
4. უფლებები დარღვევა
დარეგისტრირებული დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლები გაფართოვდა და მოიცავს 3D ბეჭდვასაც. შესაბამისად, ნებისმიერი ფაილის ან პროგრამის შექმნა, ჩამოტვირთვა, კოპირება ან გაზიარება, რომელიც დიზაინს მოიცავს, ასევე ითვლება უფლებების დარღვევად.
5. გადასახადების სტრუქტურა
ერთ დიზაინზე განაცხადის შეტანის საფასური შეადგენს €350, ხოლო ყოველ დამატებით დიზაინზე — €125. თუმცა, ვადის გაგრძელებისთვის საფასური საგრძნობლად გაიზრდება მაგ.: ვადის გაგრძელების საფასური პირველი პერიოდისთვის გაიზრდება — €90-დან €150-მდე, ხოლო მეოთხესთვის — €180-დან €700-მდე, რაც თითქმის ოთხჯერ ზრდას ნიშნავს.
მთლიანობაში, ეს რეფორმა ქმნის უფრო ერთიან, გამარტივებულ სისტემას და მნიშვნელოვნად აფართოებს დიზაინის დაცვის ფარგლებს. ახალი განმცხადებლები მიიღებენ მეტ სარგებელს, ხოლო არსებული რეგისტრირებული დიზაინის მფლობელებისთვის რეკომენდებულია ვადამდე ვადის გაგრძელების გაკეთება, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ ისარგებლონ მოქმედი დაბალი ტარიფებით, სანამ რეფორმა შევა ძალაში.
MSP გთავაზობთ პროფესიულ დახმარებას EU დიზაინების რეგისტრაციაში, შეტანასა და დაცვაში, ასევე ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში ჩვენს იურისდიქციებში.