ყაზახეთი მადრიდის პროტოკოლის ფარგლებში ინდივიდუალურ საფასურებს აწესებს
ყაზახეთი მადრიდის პროტოკოლის ფარგლებში ინდივიდუალურ საფასურებს აწესებს
2025 წლის 7 აპრილს ყაზახეთის მთავრობამ მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციაში (WIPO) წარადგინა ოფიციალური დეკლარაცია, რომლითაც დაადასტურა განზრახვა, დააწესოს ინდივიდუალური მოსაკრებლები მადრიდის პროტოკოლის მე-8 მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ეს ცვლილება ძალაში შევა 2025 წლის 7 ივლისიდან და შეეხება ყველა საერთაშორისო სასაქონლო ნიშნების განაცხადს, შემდგომ აღნისვნებს და რეგისტრაციის ვადის გაგრძელებებს, რომლებიც მოიცავს ყაზახეთს.
ძალაში შესვლისთანავე, ინდივიდუალური მოსაკრებელი ყაზახეთისთვის იქნება 266 შვეიცარიული ფრანკი (CHF) საერთაშორისო განაცხადის ან შემდგომი აღნიშვნების ფარგლებშისაქონლის ან მომსახურების სამამდე კლასისთვის, ხოლო დამატებითი თითოეული კლასისთვის — 75 CHF. კოლექტიური ნიშნებისთვის მოსაკრებელი შეადგენს 493 CHF სამამდე კლასისთვის და თითოეული დამატებითი კლასისთვის — 56 CHF. სტანდარტულ დამატებით მოსაკრებელთან შედარებით (100 CHF), ყაზახეთისთვის ახალი ინდივიდუალური მოსაკრებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით იმ განაცხადებისთვის, რომლებიც ერთზე მეტ კლასს მოიცავს.
განახლების შემთხვევაში, ყაზახეთისთვის მოსაკრებელი იქნება 322 შვეიცარიული ფრანკი (CHF) სამ კლასამდე, ხოლო თითოეული დამატებითი კლასისთვის — 56 CHF, განურჩევლად ნიშნის ტიპისა. აღნიშნული რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მოსაკრებელი ასევე ანაცვლებს სტანდარტულ დამატებით რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მოსაკრებელს, რომელიც შეადგენს 100 CHF-ს.
კომპანიის MSP ექსპერტები მუდმივად აკვირდებიან სფეროს განვითარებას და მზად არიან გაგიწიონ კონსულტაცია სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებით.