ჩინეთის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საპატენტო კანონში, რომლებიც ძალაში შევა 2020 წლის 1 ივნისს


ARCHIVE: 2020


2021 წლის 9 თებერვალი

ძირითადი სიახლეები

დიზაინები

  • დიზაინზე სამართლებრივი დაცვის მოპოვება შესაძლებელი იქნება, როგორც მთლიან ობიექტზე, ასევე მის ნაწილზე.
  • დიზაინზე პატენტის მოქმედების ვადა გაიზრდება 10-დან 15 წლამდე.

გამოგონებები და სასარგებლო მოდელები

  • ექსპერტიზის დაგვიანების შემთხვევაში პატენტის მოქმედების ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობა (4-წელზე მეტი განაცხადის შეტანის თარიღიდან ან 3-წელზე მეტი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ შუამდგომლობის შეტანის თარიღიდან).
  • არსებობს „ფარმაცევტული პატენტების“ მოქმედების ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობა სამკურნალო საშუალების გამოშვების ნებართვის მიღების დროის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, 5 წლამდე ვადით, ხოლო ახალი სამკურნალო საშუალების პატენტის დაცვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 14 წელს.
  • Patent Linkage System - სისტემის დანერგვა, რომელიც ითვალისწინებს „ფარმაცევტული პატენტისთვის” უფლებების დარღვევის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უფლებების დამრღვევი პრეპარატის რეგისტრაციის შეწყვეტის შესაძლებლობას. კანონი ასევე ადგენს, რომ ჩინეთის საპატენტო უწყება და ჩინეთის სამკურნალო საშუალებების ეროვნული მარეგისტრირებელი ერთობლივად შეიმუშავებენ მედიკამენტების რეგისტრაციის მექანიზმს სამართლებრივი დაცვის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
  • პატენტის ღია ლიცენზიის სისტემის დანერგვა.
  • პატენტის მფლობელის უფლებების დარღვევისთვის სანქციების გამკაცრება: ზარალის ანაზღაურება სრულად, ხუთმაგი ოდენობის ჯარიმის გადახდა ანაზღაურებად ზიანის ოდენობაზე და ასევე ითვალისწინებს უფლებების მფლობელისთვის კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობას ზიანის ოდენობის დადგენის გართულების შემთხვევაში.