მონტენეგრო EPO-ის 39-ე წევრი სახელმწიფო


ARCHIVE: 2020


2022 წლის 5 ოქტომბერი

2022 წლის 1 ოქტომბრიდან მონტენეგრო გახდა ევროპის საპატენტო ორგანიზაციის 39-ე წევრი. ამიერიდან ევროპული საპატენტო განაცხადები ითვალისწინებს მითითებას კიდევ ერთ შეთანხმების წევრ სახელმწიფოზე. ევროპის საპატენტო უწყება ასევე შეასრულებს PCT განაცხადების მიმღები უწყების ფუნქციას და იმოქმედებს როგორც PCT განაცხადების საერთაშორისო ძიების და ექსპერტიზის განმახორციელებელი ორგანო მონტენეგროს სახელით.

შეგახსენებთ, რომ ადრე მონტენეგრო არ შედიოდა EPO-ს წევრი სახელმწიფოების სიაში, თუმცა, იგი იყო ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც შესაძლებელი იყო ევროპული პატენტის მოქმედების გაფართოება. ახლა, მონტენეგროს ტერიტორიაზე ევროპული პატენტის მოქმედების გაფართოებისათვის, საჭირო იქნება ევროპული პატენტის ვალიდაციის პროცედურის გამოყენება.

ჩვენს კომპანიას აქვს ევროპის საპატენტო უწყებაში განაცხადების შეტანის დიდი გამოცდილება და სიამოვნებით გაგიწევთ კომპეტენტურ კონსულტაციას ინტელექტუალური საქმიანობის ობიექტების ევროკავშირში ან სხვა დაინტერესებულ ქვეყანაში რეგისტრაციის ეტაპებთან დაკავშირებით.