MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია რუსეთში

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია რუსეთში უფლებების მფლობელს სთავაზობს უამრავ უპირატესობას, რაც საშუალებას აძლევს მას გაუწიოს მომსახურება ან გაყიდოს/აწარმოოს საქონელი უნიკალური სახელწოდებით, რომლითაც მომხმარებლებს შეეძლებათ იცნონ და განასხვავონ ისინი კონკურენტების მსგავსი პროდუქციისგან / მომსახურებისგან. სასაქონლო ნიშანი არის შესანიშნავი საშუალება, რომ წარმოაჩინოთთქვენი ბიზნესი, შექმნათ ბრენდი, რომლის სახელიც კანონით იქნება დაცული.

რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის უფლება აქვს მხოლოდ იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს. ამისათვის თქვენ უნდა შეიტანოთ განცხადება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის ინდუსტრიული საკუთრების ფედერალურ ინსტიტუტში (FIPS). ამასთან, მანამდე, აუცილებელია შესწვლილ იქნას განაცხადის მომზადების მოთხოვნები კანონმდებლობის მიხედვით, ასევე საჭიროა გაეცნოთ კრიტერიუმებს, რომლებსაც ითვალისწინებს უწყების საექსპერტო ორგანიზაცია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას ან მის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში.

რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 1483-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის ერთ-ერთი მოთხოვნაა ის, რომ იგი არ უნდა იყოს იდენტური ან მსგავსი მესამე პირის სახელზე ადრე რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნებისა, ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რეგისტრაციისთვის შეტანილი ნიშნებისა. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის მიღების თავიდან ასაცილებლად, ადრე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან მისი მსგავსების მიზეზით, რეკომენდირებულია განცხადების შედგენამდე ჩატარდეს ძიება სასაქონლო ნიშნების იდენტურობასა და მსგავსებაზე.

თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ ძიება სასაქონლო ნიშნის იდენტურობასა და მსგავსებაზე ქვემოთ მოყვანილი ფორმის გამოყენებით. სასაქონლო ნიშნების ჩვენი ონლაინ ძიების მეშვეობით შესაძლებელია მოიპოვოთ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ნიშნების შესახებ ეროვნული პროცედურის შესაბამისად, აგრეთვე რეგისტრაციისთვის შეტანილი ნიშნების შესახებ.

სასაქონლო ნიშნის შემოწმება

აღნიშნული რესურსი მოიცავს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესახებ ეროვნული პროცედურის შესაბამისად, აგრეთვე შეტანილი სასაქონლო ნიშნების შესახებ.