MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ევროკავშირის ქვეყნებში

ევროკავშირის ტერიტორიაზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის, არარეზიდენტმა განმცხადებლებლებმა ეროვნულ უწყებასთან ურთიერთობა უნდა დაამყარონ ევროპის რეგისტრირებული პატენტრწმუნებულების მეშვეობით.

ჩვენმა კომპანიამ 2010 წელს გახსნა საკუთარი ოფისი ევროკავშირის ტერიტორიაზე (ვილნიუსი, ლიტვა), სადაც გახსნის დღიდან ოფიციალურად დასაქმებულია ევროპის პატენტრწმუნებული იუოზას ლაპიენისი. ჩვენი ევროპული ოფისის არსებობის განმავლობაში, დაახლოებით 150 განაცხადი იქნა შეტანილი ევროპული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის ჩვენს მიერ განმცხადებლებისთვის რუსეთიდან, დსთ-ს ქვეყნებიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

განმცხადებლებისთვის რუსეთიდან, არსებობს ევროკავშირში სასაქონლო ნიშნის დაცვის შემდეგი გზები:

  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია განმცხადებლისთვის საინტერესო თითოეული ქვეყანის შესაბამის ეროვნულ უწყებაში განაცხადის შეტანის გზით ცალ-ცალკე. ამგვარი პროცედურის განხორციელება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი დაინტერესებულია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით ევროკავშირის ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში.
  • ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების რეგიონალურ ოფისში განაცხადის შეტანის გზით. ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის სამართლებრივი დაცვა ხორციელდება ევროკავშირის ყველა ქვეყანაში (28). ამგვარი პროცედურის განხორციელება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი დაინტერესებულია სამეწარმეო საქმიანობით ევროკავშირის ყველა ან მასში შემავალ უმეტეს ქვეყნებში.
  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მადრიდის სისტემის შესაბამისად ევროკავშირის ტერიტორიაზე სასაქონლო ნიშნის დაცვის შესახებ განაცხადის მეშვეობით. ამგვარი პროცედურის განხორციელება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი დაინტერესებულია სასაქონლო ნიშნის.