MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია დსთ-ს ქვეყნებში

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ახასიათებს ტერიტორიული მოქმედება, ამიტომ, თუ სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია, მაგალითად, უკრაინაში, მაშინ მესაკუთრის როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებები ვრცელდება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე. ამრიგად, დსთ – ს ქვეყნებში სასაქონლო ნიშნის დაცვის მისაღებად აუცილებელია მისი რეგისტრაცია შესაბამისი სახელმწიფოების ტერიტორიაზე.

დსთ-ს ქვეყნებშ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის რამდენიმე გზა არსებობს:

1. დსთ-ს თითოეული ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის შეტანა. ეს პროცედურა საკმაოდ დიდ რესუსრებს მოითხოვს, თუმცა, მისი დადებითი მხარე ის არის, რომ განაცხადები/რეგისტრაციები არ არის დამოკიდებული ერთმანეთზე, ე.ი. ერთ ქვეყანაში რეგისტრაციაზე უარი ან მოწმობის გაუქმება არანაირად არ იმოქმედებს სხვა ქვეყანაში შეტანილ განაცხადზე/რეგისტრაციაზე.

2. დსთ-ში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საერთაშორისო განაცხადის წარდგენა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) იმ ქვეყნების მითითებით, სადაც აუცილებელია სასაქონლო ნიშნის დაცვა. ამ პროცედურის უპირატესობაა განაცხადის / რეგისტრაციის ცენტრალიზებული შეტანა და მართვა, ასევე პროცედურის შედარებით დაბალი ღირებულება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი ეფუძნება ეროვნულ განაცხადს/რეგისტრაციას და მასზე არის დამოკიდებული 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღიდან. ეს ნიშნავს, იმას რომ თუ რეგისტრაცია უარყოფილია ან მოწმობა უქმდება იმ ქვეყანაში, სადაც მოხდა თავდაპირველი განაცხადის შეტანა, საერთაშორისო განაცხადი/სასაქონლო ნიშანი რეგისტრაცია გაუქმდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც იქნა მოთხოვნილი მისი დაცვა.

3. რეგიონალური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU), რომელიც მოიცავს დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანას: რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. ამგვარი პროცედურა ამჟამად შემუშავების ეტაპზეა და ხელმისაწვდომი გახდება 2020 წლის შემდეგ.

EAEU- ში სასაქონლო ნიშნის მოწმობის მიღების პროცედურა მსგავსია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საერთაშორისო პროცედურისა. მისი უპირატესობაა განაცხადის ცენტრალიზებული შეტანა მონაწილე ქვეყნების ერთ-ერთ რომელიმე უწყებაში და შემდგომი საქმისწარმოება ხორციელდება იმავე უწყების მეშვეობით.

რეგიონალური პროცედურის მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილე ქვეყნების ერთ-ერთ უწყებაში რეგისტრაციაზე უარის მიღების შემთხვევაში, ყველა სხვა უწყებებშ განაცხადი უარყოფილი იქნება. ამასთან, შესაძლებელია EAEU სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის რეგიონალური განაცხადის გადაყვანა ერთ ან რამდენიმე ეროვნულ განაცხადად.

დსთ-ს ქვეყნების ტერიტორიაზე სასაქონლო ნიშანზე დაცვის მოპოვების ნებისმიერ საშუალებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელთა განხილვა უნდა მოხდეს შესაბამის უწყებაში განაცხადის შეტანამდე. რეგისტრაციისა და განცხადების შევსების სამართლებრივი ნორმების და მოთხოვნების ცოდნა არის რეგისტრაციის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის საფუძველი, რაც გახდება სასაქონლო ნიშანზე იურიდიული დაცვის მოპოვების საფუძველი შესაბამის ქვეყნებში.

ჩვენი კომპანიის 25 წელზე მეტი ხნის გამოცდილება უზრუნველყოფს ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს დსთ-ს ქვეყნების ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რეგისტრაციისა და დაცვის საკითხებში. ჩვენი საკუთარი უწყებები უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, საქართველოში, უზბეკეთში, მოლდოვაში, ლიტვაში და ჩინეთში, აგრეთვე დამყარებული პარტნიორული ურთიერთობები პატენტრწმუნებულებთან უცხოეთში, საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ოპტიმალურ ფასებში.

მოხარული ვიქნებით ვუწრუნველყოთ თქვენთვის მომსახურების შემდეგი ჩამონათვალი:

  • კონსულტაცია და წინასწარი შემოწმება მსგავსი და იდენტური სასაქონლო ნიშნების იდენტიფიცირებისა და მსგავსი სასაქონლო ნიშნების გამოვლენისთვის და მსგავსი სასაქონლო ნიშნების აღოჩენის შემთხვევაში რეკომენდაციების მომზადება;
  • დახმარება საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის კლასიფიკაციაში საერთაშორისო კლასიფიკატორის მე –11 რედაქციის თანახმად (მინიჭებული უფლებების სფერო განისაზღვრება საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის მიხედვით);
  • სასაქონლო ნიშანზე განაცხადების გაფორმება და შეტანა წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად, იმ ქვეყნების უწყებებშ სადაც შედის განაცხადები;
  • სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად გამოცხადების დოკუმენტების გაფორმება;
  • განაცხადის იურიდიული თანხლება და მაზე იურიდიული მხარდაჭერა ფორმალური ექსპერტიზისა და არობრივი ექსპერტიზის დროს: განაცხადების შეტანა და ექსპერტიზის შეტყობინება-მოთხოვნებზე დასაბუთებული პასუხების მომზადება, გადაწყვეტილებების გასაჩივრება, განცხადებაში ცვლილებების შეტანა, ვადის გაგრძელება;
  • მოწმობის მიღება და მისი მოქმედების ვადის გაგრძელება;
  • უფლებების გადაცემის შესახებ და სალიცენზიო ხელშეკრულებების მომზადება და რეგისტრაცია;
  • საერთაშორისო რეგისტრაცია განმცხადებლის მიერ არჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში;
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა მათი დარღვევის შემთხვევაში;
  • სხვა მომსახურება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" ინფორმაციის კონფიდენციალურობის გარანტიას იძლევა დსთ-ს ქვეყნებსა და საზღვარგარეთ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცის საქმისწარმოებისას.