MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

ევრაზიული დიზაინების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება უახლოეს მომავალში


ARCHIVE: 2020


2020 წლის 5 ნოემბერი

დიზაინის დაცვის შესახებ ოქმის სარატიფიკაციო სიგელი ყირგიზეთმა შესანახად გადასცა მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს. ოქმი მიღებულ იქნა 2019 წლის 9 სექტემბერს და ძალაში შევა პირველი სამი ქვეყნისთვის, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიცირება მესამე ქვეყნის მიერ სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან სამი თვის შემდეგ.

ამ დროისთვის აზერბაიჯანმა, სომხეთმა და ყირგიზეთმა შესაბამისად მოახდინეს ოქმის რატიფიცირება.

ოქმის მთავარი მიზანია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვის ევრაზიული სისტემის გაფართოება ერთიანი ევრაზიული პატენტის საფუძველზე დიზაინის რეგისტრაციისა და უფლებების დაცვის სისტემის შექმნით.

ხელშეკრულების მონაცილე სახელმწიფოების, კერძოდ აზერბაიჯანის, სომხეთის, ყირგიზეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, რუსეთისა და თურქმენეთის ტერიტორიაზე ევრაზიული დიზაინის დაცვის შესახებ ოქმის ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის ზრდას და შედეგად, მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარებას.

კომპანია „მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორების“ სპეციალისტები კვალიფიციურ კონსულტაციებს გაგიწევენ საპატენტო კანონმდებლობაში მიმდინარე უახლესი ცვლილებების მონიტორინგის საფუძველზე. უფასო კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზით.