MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული ახალი კანონმდებლობით გეოგრაფიულ აღნიშვნებს იურიდიული სტატუსი მიენიჭა


ARCHIVE: 2020


2020 წლის 28 ივლისი

რუსეთის ფედერაციის მიერ 3 ივლისს მიღებული ახალი კანონი განსაზღვრავს გეოგრაფიული აღნიშვნის, როგორც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მქონე დამოუკიდებელი ობიექტის იურიდიულ სტატუსს.

კანონის თანახმად, გეოგრაფიული აღნიშვნით განისაზღვრება საქონელი, რომელიც წარმოშობილია გეოგრაფიული მდებარეობის ტერიტორიიდან, რომლის ხარისხი, რეპუტაცია და სხვა მახასიათებლები დიდწილადად ასოცირდება მათ გეოგრაფიულ წარმოშობასთან. ამგვარი გეოგრაფიული აღნიშვნები შეიძლება იქნას სამართლებრივად დაცული იმ პირობით, თუ საქონელი გაივლის წარმოების მინიმუმ ერთ ეტაპს განსახილველი გეოგრაფიული ობიექტის ტერიტორიაზე.

თუ აღნიშვნა რეგისტრირებულია, როგორც ადგილწარმოშობის დასახელება ანუ როგორც ქვეყნის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის ან სოფლის თანამედროვე, ისტორიული, ოფიციალური ან არაოფიციალური სრული ან მოკლე სახელწოდება ან როგორც სხვა გეოგრაფიული ობიექტის, რომელიც შეიცავს ასეთ სახელს ან მისგან წარმოებულ სახელწოდებას და, რომელიც ცნობილი გახდა მისი გამოყენებიდან გამომდინარე და რომლის განსაკუთრებული თვისებები განისაზღვრება მხოლოდ გეოგრაფიული ობიექტის ბუნებრივი პირობებით და/ან ადამიანური ფაქტორებით, საქონელმა უნდა გაიაროს წარმოების ყველა ეტაპი, რაც გავლენას ახდენს მის განსაკუთრებულ თვისებებზე რაც ამ ტერიტორიისთვისაა დამახასიათებელი.

ამგვარი ობიექტების მოქმედების ვადა შეადგენს ათ წელს გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების შესახებ განაცხადის შეტანის დღიდან. მოქმედების ვადა შეიძლება განახლდეს ათი წლის ვადით, შეუზღუდავად. მოთხოვნა განახლების შესახებ უნდა იქნას წარდგენილი ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში მოქმედების ვადის ბოლო წლის განმავლობაში.

ამავდროულად, ამგვარი განახლებისთვის საქონლის შესაბამისი მახასიათებლების შენარჩუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, საქონელი აღარ ფლობს ადრინდელ თვისებებს ან მათი წარმოება შეწყდა მათი მოქმედების აღდგენის შესაძლებლობის გარეშე, ასეთი განახლება შეუძლებელია.

„მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორების“ გუნდი თვალყურს ადევნებს მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს და საპატენტო უწყებების მიერ შემოღებულ სიახლეებს მთელ მსოფლიოში.

უფასო კონსულტაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით და ჩვენი სპეციალისტები უმოკლეს ვადებში დაგიკავშირდებიან.