MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

ლაივ-ინტერვიუ ჩვენს მმართველ პარტნიორთან ანნა მიხაილიუკთან


ARCHIVE: 2020


2020 წლის 2 სექტემბერი

რა არის სასაქონლო ნიშნის ძიების ჩატარების საუკეთესო გზა?

სასაქონლო ნიშნის მონაცემთა ბაზები, რომლებიც ხელმისაწვდომია საპატენტო უწყებების ოფიციალურ ვებ–გვერდებზე, წარმოადგენს ძირითად წყაროს, რომელსაც მომხმარებლები მიმართავენ, როდესაც მათ ძიების ჩატარება სჭირდებათ. ასეთი ძიების ალგორითმი საკმაოდ მარტივია და ეფუძნება იმას, რომ შედეგები აჩვენებს ან იდენტურ აღნიშვნებს ან ასოცირებულ სიტყვებს ძიებაში. იმისათვის, რომ პოტენციურმა განმცხადებელმა სრულყოფილი ინფორმაცია მოიპოვოს, მან უნდა შეამოწმოს სასაქონლო ნიშნის უამრავი ვარიაცია. იზრდება არაოფიციალური ძიების მონაცემთა ბაზების რაოდენობაც, რომლებიც იყენებენ სასაქონლო ნიშნების მსგავსების საკუთარ ალგორითმს. ზუსტი შედეგების მისაღებად სასურველია ოფიციალური და არაოფიციალური საძიებო რესურსების გაერთიანება.

რამდენად ხელსაყრელია ცოცხალი და მკვდარი სასაქონლო ნიშნების ნახვა? რაში გეხმარებათ ეს?

თითოეული კომპანია თავის სასაქონლო ნიშანს მიიჩნევს საკუთარ ქმნილებად და იგი ყოველთვის უნიკალურია. ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი სასაქონლო ნიშანი გამოჩნდა ბაზარზე და უფრო რთულდება ისეთი პროდუქტის გამოშვება, რომელსაც არ შეექმნება დაბრკოლებები რეგისტრაციისა. ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მკვდარი სავაჭრო ნიშნები შეიძლება წარმოადგენდეს დაბრკოლებას ახალი აღნიშვნების რეგისტრაციისთვის 1-3 წლის განმავლობაში. 2020 წლის 16 აგვისტოს შეიცვალა რამდენიმე საკანონმდებლო აქტი, რომელიც არეგულირებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროს უკრაინაში. ვადაგასული სასაქონლო ნიშნების დარეგისტრირების ვადები შეიცვალა ვადის გასვლის თარიღიდან ორი წლით. ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ წინა უფლების მფლობელს ან მესამე პირს შეუძლია წინა უფლების მფლობელის თანხმობით მოითხოვოს ვადაგასული ნიშნის იდენტური ნიშნის რეგისტრაცია. შედარებისთვის, ყაზახეთში ეს ვადა შეადგენს ერთ წელს, რუსეთში და ბელორუსში ის საერთოდ არ არსებობს.

რომელია საუკეთესო მეთოდი შესაბამისი საერთაშორისო კლასის განსაზღვრისათვის?

შესაბამისი კლასის შესარჩევად საჭიროა საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის მითითება, ამასთან, იგი არ შეიცავს საქონლისა და მომსახურების ზუსტ ჩამონათვალს, რომლის მიმართაც შეიძლება მოითხოვონ სავაჭრო ნიშნის იურიდიული დაცვა. თუ ამ ჩამონათვალში არ არის შესაბამისი ობიექტები, განმცხადებელს შეუძლია დამოუკიდებლად დაიცვას ნიცის კლასიფიკაციის მიხედვით დადგენილი მითითებები. მზა საქონელი, პირველ რიგში, კლასიფიცირდება მათი ფუნქციის ან დანიშნულების მიხედვით და მომსახურების მიხედვით, საქმიანობის განხრის მიხედვით, რომელსაც მოიცავს კლასის სათაურის ზოლი.

როგორ შეიმუშავებთ ხმის ძიების სტრატეგია?

საძიებო სტრატეგია უნდა შემუშავდეს სასაქონლო ნიშნის მსგავსების დადგენის მითითებების პრინციპების გათვალისწინებით. სასაქონლო ნიშნის სიტყვიერი ელემენტის ძიებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეს ელემენტი ფანტაზიურია თუ გაანჩნია საკუთარი სემანტიკა. ამ შეფასების საფუძველზე შეირჩევა საძიებო ალგორითმი, ხოლო პროცესი მოითხოვს ცალკეული ასოებისა და ბგერების გრაფიკული და ფონეტიკური მსგავსების ანალიზს. ძიების შედეგების შესწავლის შემდეგ, განმცხადებელს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები სასაქონლო ნიშნის გამოსახულებაშ, რათა მნიშვნელოვნად გაზარდოს რეგისტრაციის შანსები.

როგორ უწევს დახმარებას იურისტი ასეთი ძიების ჩატარებაში?

სირთულეების უმეტესობა წარმოიქმნება ძიების იმ ეტაპზე, როდესაც მსგავსი სასაქონლო ნიშნები შეიძლება წარმოადგენდეს დაბრკოლებას ახალი აღნიშვნის რეგისტრაციისთვის. ჩვენ კომპანიას მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორებს 28 წელზე მეტი გამოცდილება გვაქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის საკითხებში და ჩვენი პროფესიული გამოცდილება ეხმარება განმცხადებლებს ადვილად გადალახოს დაბრკოლებები რეგისტრაციის პროცესის თითოეულ საფეხურზე. გარდა ამისა, ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემული სასაქონლო ნიშნის ონლაინ საძიებო სისტემა უფასოა და ის შეიძლება გამოყენებულ იქნას საწყის ეტაპზე რისკების განსაზღვრისათვის და შემცირებისთვის. იგი მოიცავს რუსული, უკრაინული, ბელორუსული, ლიტვური, ქართული, უზბეკური და ყაზახური სასაქონლო ნიშნის მონაცემთა ბაზებს, რომლებიც რეგულარულად განახლებადია. განაცხადის შეტანის ეტაპზე ჩვენ საფუძვლიანად ვაანალიზებთ აღმოჩენილი სასაქონლო ნიშნების საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს, რადგან ისინი გავლენას ახდენენ შესადარებელი სასაქონლო ნიშნის მსგავსებასთან დაკავშირებით. ამგვარად, ჩვენი იურისტების მიერ გაწეული პროფესიონალური დახმარება უზრუნველყოფს მფლობელის უფლებების სათანადო დაცვის გარანტიას. იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშნების არსებობა არ არის სასიკვდილო განაჩენი.