MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

COVID-19: ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და ჩვენი დეპარტამენტების მუშაობასთან დაკავშირებით


ARCHIVE: 2020


2020 წლის 25 მარტი

COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, კომპანია „მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორების“ ოფისები, ასევე ინტელექტუალური საკუთრების რეგიონალური და ეროვნული უწყებები შესაბამის ზომებს იღებენ შექმნილ სიტუაციასთან ადაპტაციისთვის.

ჩვენი დეპარტამენტები შეუფერხებლად მუშაობენ დისტანციურად ან ოფისებიდან, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების უწყებების მუშაობასთან დაკავშირებით.

ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყებები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

აზერბაიჯანი

2020 წლის 18 მარტიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოში დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

სომხეთი

სომხეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტო მოუწოდებს განმცხადებლებს წარადგინონ დოკუმენტები ელექტრონული სერვისის საშუალებით ან ელექტრონული ფოსტით. უწყება აგრძელებს დოკუმენტების მიღებას ხელზე, განაცხადების შეტანის შეზღუდვის მოთხოვნით და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მათ შეტანას.

ბელორუსი

2020 წლის 25 მარტიდან ბელორუსის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ვიზიტები შეზღუდულია. კონსულტაციების მიღება მომხმარებლებისთვის საინტერესო საკითხებზე შესაძლებელია ტელეფონით. ყველა დოკუმენტი უნდა გაიგზავნოს ინტელექტუალური საკუთრების უწყებებში მხოლოდ ფოსტით.

საქართველო

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. შესაძლებელია მომსახურების მიღება განაცხადების ელექტრონული შევსების საშუალებით და კონსულტაციების მიღება ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ყაზახეთი

2020 წლის 16 მარტიდან 11 მაისამდე შეჩერებულია წინასწარ დაგეგმილი შეხვედრები განმცხადებლებთან; ხოლო კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ტელეფონით ან ინტერნეტით. ასევე, დეპარტამენტი გადადის დოკუმენტების ელექტრონულ მართვაზე.

ყირგიზეთი

ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტო გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. ხელმისაწვდომია მხოლოდ ელექტრონული განაცხადები.

ლიტვა

ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით 2020 წლის 16 მარტიდან 11 მაისამდე კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო საპატენტო სამსახური გადადის დისტანციურ მუშაობაზე. განაცხადების შევსება და კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ელექტრონული სერვისის საშუალებით და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

მოლდოვა

მოლდოვას რესპუბლიკაში შემოღებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 17 მარტიდან 15 მაისამდე. ამასთან დაკავშირებით, ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტო დისტანციურად მუშაობს. ყველა კონსულტაცია ხორციელდება ტელეფონით.

განცხადებებზე დამატებითი მასალების წარდგენის, ექსპერტიზის მოთხოვნებზე პასუხის გაცემის, აგრეთვე განმცხადებლისთვის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების სპეციალისტების მიერ მომზადებული შეტყობინებების გაგზავნის ვადები, რომლებიც ამ პერიოდში იწურება, გადაიდება მომდევნო სამუშაო დღისთვის.

გარდა ამისა, მოლდოვას რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების კომისიის 2020 წლის 13 აპრილის № 17 გადაწყვეტილების მიხედვით, არა სამუშაო დღეები ცხადდება 2020 წლის 21 აპრილიდან 30 აპრილამდე. ამრიგად, ინტელექტუალური საკუთრების უწყებების საქმიანობა შეჩერებულია.

რუსეთი

როსპატენტი და FIPS ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, თუმცა 2020 წლის 16 მარტიდან 8 მაისამდე მთელი რიგი პროცედურები გადავიდა დისტანციურ ფორმატზე. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2020 წლის 25 მარტის № 206 განკარგულებასთან დაკავშირებით „რუსეთის ფედერაციაში არა სამუშაო დღეების გამოცხადების შესახებ”, ინტელექტუალური საკუთრების უწყებების საქმიანობა შეჩერებულია 30 მარტიდან 11 მაისამდე.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული სერვისების საშუალებით ან ელექტრონული ფოსტით. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში განმცხადებელი მიიღებს 30% ფასდაკლებას ოფიციალურ გადასახადზე. საპატენტო დავების პალატის მიერ განსახილველ დავებთან დაკავშირებული შეხვედრები გაიმართება ვიდეო-კონფერენციის საშუალებით.

არა სამუშაო დღეების განმავლობაში 30 მარტიდან 11 მაისამდე შეჩერებულია განაცხადების დამუშავება და მიმოწერის განხილვა. განცხადებებზე დამატებითი მასალების წარდგენის, ექსპერტიზის მოთხოვნებზე პასუხის გაცემის, აგრეთვე განმცხადებლისთვის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების სპეციალისტების მიერ მომზადებული შეტყობინებების გაგზავნის ვადები, რომლებიც ამ პერიოდში იწურება, გადაიდება შემდეგი სამუშაო დღისთვის.

უზბეკეთი

2020 წლის 18 მარტიდან უზბეკეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოში განაცხადებისა და დოკუმენტების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფოსტით.

უკრაინა

2020 წლის 11 მაისამდე „უკრპატენტი“ მიიღებს განაცხადებსა და დოკუმენტებს ელექტრონული სისტემების მეშვეობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შეჩერდება დოკუმენტების ხელზე გაცემა პირადად, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა ფიზიკური პირების თანდასწრებით.

ევროპის საპატენტო ორგანიზაცია

2020 წლის 20 მარტიდან 15 აპრილამდე ვიზიტორებს დროებით ეკრძალებათ ევროპის საპატენტო ორგანიზაციის შენობაში შესვლა. დოკუმენტების ან ევრაზიული განაცხადების წარდგენა შეიძლება განხორციელდეს EAPO-ონლაინ სისტემით. ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტების მიღება ხორციელდება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე გაცნობებთ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არასამუშაო დღეების გამოცხადებასთან დაკავშირებით, ყველა პროცედურული მოქმედება ევრაზიული განაცხადებისა და პატენტებისთვის, რომელთა ვადა იწურება 28 მარტიდან 11 მაისამდე პერიოდში, გადაიდება შემდეგი სამუშაო დღისთვის.

ჩვენ კვლავ მივადევნებთ თვალყურს შექმნილ მდგომარეობას და გაცნობებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს. ინტერნეტის მეშვეობით ჩვენს კლიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ გაგიწევთ დახმარებას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციისა და დაცვის საკითხებში.

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, გთხოვთ, ნუ დააყოვნებთ, დაუკავშირდით ჩვენს სპეციალისტებს.