ბელორუსმა დაამტკიცა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმების რატიფიცირება


ARCHIVE: 2020


2020 წლის 17 დეკემბერი

10 დეკემბერს ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატამ ერთი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სასაქონლო ნიშნების, მომსახურების ნიშნების და საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ“.

აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს სასაქონლო ნიშნების, მომსახურების ნიშნების ან ადგილწარმოშობის დასახელებების ერთიანი განაცხადის შეტანას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ნებისმიერ ეროვნულ საპატენტო უწყებაში. უპირატესობებს შორის აღსანიშნავია ფინანსური დატვირთვის შემცირება, სამართლებრივი დაცვის მიღების პროცედურის დაჩქარება, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი მიწოდება კავშირის ტერიტორიაზე და უცხოელი განმცხადებლების მოზიდვა.

ხელშეკრულება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დაასრულებს საჭირო შიდა პროცედურებს და აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობით აცნობებს დეპოზიტორიუმს.

შეგახსენებთ, რომ ადრე შეთანხმების რატიფიცირება ხდებოდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ.