MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოგონებების დაპატენტება

ევროკავშირის ტერიტორიაზე პატენტის მისაღებად, განმცხადებელმა, რომელიც არ არის ევროკავშირის რეზიდენტი, შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი ინტერესები უწყების წინაშე ევროპის რეგისტრირებული პატენტრწმუნებულის მეშვეობით.

2010 წლიდან ჩვენი კომპანია ფლობს საკუთარ ოფისს ევროკავშირის ტერიტორიაზე (ვილნიუსი, ლიტვა), რომელშიც მუშაობს საშტატო ევროპის პატენტრწმუნებული იოზას ლაპიენისი და ამ ხნის განმავლობაშ ჩვენს მიერ შეტანილ იქნა საშუალოდ 150 ევროპული განაცხადი განმცხადებლებისგან რუსეთიდან, დსთ-დან, აშშ-დან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ჩვენი კომპანიის სპეციალისტები ურჩევენ განმცხადებლებს განაცხადის შეტანამდე ყურადღებით გაეცნონ ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოგონების დაცვის შესაძლო პროცედურებს დაპატენტების ყველაზე ხელსაყრელი ხერხის განსაზვრის მიზნით. გამოგონებაზე პატენტის მიღება, რომელიც იმოქმედებს ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე შესაძლებელია დაინტერესების ქვეყნის ეროვნულ საპატენტო უწყებაში განაცხადის შეტანის გზით, ევროპულ პატენტზე რეგიონალური პროცედურის მეშვეობით განაცხადის შეტანით ან ევროკავშრის ერთიან პატენტზე განაცხადის შეტანით, რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი.

ეროვნული პროცედურა (პატენტის მიღება თითოეულ ცალკეულ ქვეყანაში): ასეთი პროცედურა მიზანშეწონილია განმცხადებლისთვის, რომლის მიზანს წარმოადგენს პატენტის დაცვა კონკრეტულ ან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში განმცხადებლისთვის ეროვნული პროცედურა იქნება უფრო ხელსაყრელი ფინანსური თვალსაზრისით, რეგიონალურთან შედარებით, იმის გამო, რომ საპატენტო გადასახადის საფასურები ევროკავშირის ერთ ან რამოდენიმე ქვეყანაში იქნება გაცილებით დაბალი, ვიდრე მაგალითად, პატენტის ვალიდაცია ევროკავშირის რიგ ქვეყნებში.

რეგიონალური პროცედურა (განაცხადის შეტანა რეგიონალური ევროპული პატენტის მისაღებად): ევროპული პატენტის მიღება რეგიონაური პროცედურით მიზანშეწონილია იმ შემთხვევაშ თუ განმცხადებელი დაინტერესებულია გამოგონების საპატენტო დაცვაში ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში რეგიონალური პროცედურა ძალზედ ხელსაყრელია. მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ განაცხადი შეაქვთ ცენტრალიზებულად ევროპულ საპატენტო უწყებაში, ინგლისურ, ფრანგულ ან გერმანულ ენაზე. ამ ეტაპზე, ევროპის საპატენტო კონვენციაში შედის 38 წევრი ქვეყანა, ასევე 2 ქვეყანა, რომლებიც არ წარმოადგენს ევროპის საპატენტო კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, თუმცა, ხელი მოაწერეს EPO-ს შეთანხმებას ევროპული პატენტის მოქმედების შესახებ მათ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, დამატებით ოთხმა ქვეყანამ, რომლებიც არ არიან ევროპის საპატენტო კონვენციის მონაწილე ქვეყნები, ხელი მოაწერა EPO-ს შეთანხმებას მათ ტერიტორიაზე ევროპული პატენტის ვალიდაციის შესახებ. ევროპული პატენტის მოქმედება ვრცელდება ევროპის საპატენტო კონვენციის წევრ ქვეყნებზე ზუსტად ისე, რომ მას აქვს ძალა თითოეული მითითებული ქვეყნის ტერიტორიაზე.

ევროპული პატენტი ავტომატურად მოქმედებს მხოლოდ გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთის, ლიხტენშტეინის, ლუქსემბურგის, მონაკოს, შვეიცარიის, ირლანდიის და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიებზე. ევროპული პატენტის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედების გასავრცელებლად, ევროპის საპატენტო კონვენცია ითვალისწინებს (ვალიდაციის) ძალაში შესვლის პროცედურას. ვალიდაციის პროცესში აუცილებელია განაცხადის მასალების თარგმნა შერჩეული ქვეყნების ეროვნულ ენებზე და ვალიდაციის ოფიციალური საფასურის გადახდა.

ერთიანი ევროპული პატენტი (European Unitary Patent) ან უნიფიცირებული ევროპული პატენტი ("European patent with unitary effect"), რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპული საპატენტო კონვენციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად გაცემული ევროპული პატენტი, რომელიც პატენტის მფლობელის მოთხოვნით იქონიებს უნიტარულ ეფექტს.

ერთიანი ევროპული პატენტის მისაღები პროცედურა, ჯერ არ არის ხელმისაწვდომი განმცხადებლებისთვის, თუმცა ევროპის საპატენტო უწყების საიტზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განმცხადებლებს შეეძლებთ ერთიან ევროპულ პატენტზე განაცხადის შეტანა 2020 წელს.

რეგიონალური პროცედურისგან განსხვავებით, ერთიანი ევროპული პატენტის მიღებისათვის არ იქნება საჭირო ვალიდაციის პროცედურა. ამგვარად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთიანი ევროპული პატენტის რეგისტრაციის პროცედურა ფინასურად უფრო ხელსაყრელი იქნება რადგან არ იქნება საჭირო განაცხადების თარგმნა თითოეული უწყების ეროვნულ ენაზე, და ადგილობრივი პატენტრწმუნებულების მომსახურებით სარგებლობა. თუმცა აღნიშნულ პროცედურას აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ მეტი ერთიანი ევროპული პატენტის შესახებ აქ.

ამგვარად, ევროპულ პატენტზე განაცხადის შეტანამდე პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ დაპატენტების მიზნები და დავადგინოთ ქვეყნების სია, რომლებშიც გვსურს გამოგონებაზე სამართლებრივი დაცვის მოპოვება. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ დაპატენტების ყოველი პროცედურის თავისებურება და შევარჩიოთ ყველაზე ხელსაყრელი.

ჩვენი კომპანიის სპეციალისტებისგან შეგიძლიათ მიიღოთ კომპეტენტური კონსულტაცია ევროკავშირში პატენტის მიღებასთან დაკავშირებით და დახმარება დაპატენტების ოპტიმალური პროცედურის არჩევაში.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ევროპაში პატენტის მიღების შესახებ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენ ოფისს ევროკავშირის ტერიტორიაზე.