MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

მცენარეთა ჯიშების რეგისტრაცია ბელორუსში

ბელორუსიის რესპუბლიკის კანონის „მცენარეთა ჯიშების დაპატენტების შესახებ“ შესაბამისად, მცენარეთა ჯიშებთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიშვას შემდეგი უფლებები:

  • მცენარის ჯიშზე პირადი არაქონებრივი უფლებები;
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებები მცენარის ჯიშზე;
  • ნებართვა მცენარის ჯიშის გამოყენებაზე

მცენარის ჯიშზე გაცემული პატენტი ადასტურებს მცენარის ჯიშზე წარმოშობილ ზემოხსენებულ უფლებებს მითითებულ ქვეყანაში. ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პატენტი ძალაშია 25 წლის განმავლობაში, მცენარეთა ჯიშების სახელმწიფო რეესტრში მცენარის ჯიშის რეგისტრაციის დღიდან.

მცენარის ჯიშზე პატენტის მისაღებად განაცხადის შეტანისთვის, ბელორუსის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

  • განაცხადის ფორმა მცენარის ახალი ჯიშისთვის პატენტის მისაღებად, რომელიც შეიცავს ზოგად ინფორმაციას, როგორც ახალი ჯიშის, ასევე სელექციონერ(ებ)ის, განმცხადებლ(ებ)ის, წარმომადგენლის(ებ)ის და ა.შ. შესახებ.
  • ტექნიკური კითხვარი, მცენარის ახალი ჯიშის შესახებ, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას მცენარის ჯიშის მახასიათებლების, გამრავლების მეთოდის, ანალოგიური ჯიშისგან განმასხვავებელი ნიშნების, ზრდის განსაკუთრებული პირობების, ჯიშის ძირითადი გამოყენების და სელექციის სქემის შესახებ და ასევე ინფორმაციას გამოსაკვლევი მცენარეული მასალის და ა.შ. შესახებ.
  • პრიორიტეტული განაცხადის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი და ნოტარიუსის მიერ აპოსტილით დამოწმებული მინდობილობა;
  • განმცხადებლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი განაცხადის შეტანის შესახებ, თუ განმცხადებელი და სელექციონერი არ არის ერთი და იგივე პირი;
  • მცენარისა და მისი ნაწილების ამსახველი ფოტომასალა, რაც მიუთითებს მცენარის ჯიშის ძირითად მახასიათებლებზე.

მცენარის ჯიშის რეგისტრაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

განაცხადის შეტანის პროცედურის დასრულების შემდეგ, განაცხადი გაივლის წინასწარ ექსპერტიზას, რომელიც გრძელდება დაახლოებით 3-6 თვე. ხსენებული ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი განმცხადებელს უგზავნის შეტყობინებას აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების შედეგად მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შესახებ და განაცხადის შესახებ მონაცემები ქვეყნდება ოფიციალურ ბიულეტენში.

ამის შემდეგ, საგანაცხადო მასალები და ექსპერიმენტული ნიმუშები უნდა წარედგინოს მცენარეთა ჯიშების გამოცდისა და დაცვის სახელმწიფო ინსპექციას არსობრივი ექსპერტიზის ჩასატარებლად. არსობრივი ექსპერტიზა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

1) ექსპერტიზა მცენარის ჯიშის სიახლის შესახებ (მცენარის ჯიში ახალია, თუ იგი არ ყოფილა გაყიდული ან სხვაგვარად გადაცემული მესამე პირებისთვის კომერციული მიზნებისთვის განაცხადის შეტანის თარიღამდე, კერძოდ, ბელორუსის ტერიტორიაზე - ამ თარიღამდე ერთი წლით ადრე; სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ხის კულტურების, ბუჩქების და ვაზების შემთხვევაში - ექვსი წლის განმავლობაში და სხვა სახის კულტურების შემთხვევაში - ამ თარიღამდე ოთხი წლის განმავლობაში;

2) ახალი ჯიშის შესაბამისობა განმასხვავებელი ნიშნების, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის მოთხოვნების კრიტერიუმებთან;

მცენარის ჯიშის არსობრივი ექსპერტიზა გრძელდება დაახლოებით 1-3 წელი.

ასევე, ზემოაღნიშნული ექსპერტიზების (წინასწარი და არსობრივი) ჩასატარებლად შესაბამისი გადასახადი უნდა იქნას გადახდილი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში.

არსობრივი ექსპერტიზის ჩატარების შედეგად მიღებული დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და რეგისტრაციის საფასურის გადახდის შემდეგ, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი გასცემს პატენტს მცენარის ჯიშზე და აღნიშნული ჯიშის შეყვანა ხდება სახელმწიფო რეესტრში.

ჩვენი კომპანია სიამოვნებით გაგიწევთ ბელორუსში მცენარეთა ჯიშების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მომსახურებას. გთხოვთ, მოგვმართოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.