MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

სასარგებლო მოდელის დაპატენტება საქართველოში

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასარგებლო მოდელის ობიექტი, ისევე როგორც გამოგონების ობიექტის შემთხვევაში, შეიძლება იყოს მრეწველობის ნებისმიერ დარგში მიღწეული ტექნიკური შედეგი, კერძოდ, პროდუქტი (მაგალითად, მოწყობილობა, ნივთიერება, მიკროორგანიზმთა შტამები), ხერხი (პროცესი) ან ხერხის ან პროდუქტის ახალი გამოყენება.

საქართველოში სასარგებლო მოდელზე პატენტის მოქმედების ვადა შეადგენს 10 წელს განაცხადის შეტანის თარიღიდან.

სასარგებლო მოდელზე პატენტი შეიძლება გაიცეს, თუკი განცხადებული ობიექტი არის ახალი და სამრეწველოდ გამოყენებადი და აქვს საგამომგონებლო დონე.

განაცხადი სასარგებლო მოდელის რეგისტრაციის თაობაზე წარედგინება საპატენტო უწყებას- „საქპატენტს“.მისი რეგისტრაციის პროცედურა საშუალოდ გრძელდება 1 წლის მანძილზე.

განაცხადი სასარგებლო მოდელის პატენტის გაცემის შესახებ

სასარგებლო მოდელის პატენტის გაცემის შესახებ განაცხადი უნდა განეკუთვნებოდეს ერთ სასარგებლო მოდელს და შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

  • განაცხადი პატენტის გაცემის შესახებ;
  • მონაცემები განმცხადებლის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი);
  • სასარგებლო მოდელის აღწერილობა, ფორმულა, რეფერატი, ნახაზები (მათი არსებობის შემთხვევაში);
  • მინდობილობა, ხელმოწერილი განმცხადებლის იურიდიული პირისთვის (უნდა დაერთოს განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში);
  • განმცხადებლის მიერ პატენტის მიღების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, იმ შემთხვევაში, თუ ავტორი არ არის განმცხადებელი (შეიძლება შეტანილ იქნას 2 თვის განმავლობაში განაცხადის შეტანის თარიღიდან).

განაცხადის ექსპერტიზა სასარგებლო მოდელზე

პატენტი სასარგებლო მოდელზე გაიცემა ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის და სიახლეზე ექსპერტიზის შედეგების მიხედვით.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის მსვლელობისას მოწმდება განაცხადის შესაბამისობა ფორმალური მოთხოვნების მიმართ, მათ შორის, განაცხადის შეტანისათვის და ექსპერტიზის ჩატარებისთვის განკუთვნილი საფასურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობა. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის შედეგების მიხედვით განმცხადებელს ეგზავნება გადაწყვეტილება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში და თუ განმცხადებლის მიერ გადახდილია საფასური სიახლის ექსპერტიზისთვის, განაცხადი გადადის შემდეგ ეტაპზე.

საქართველოში სასარგებლო მოდელის განაცხადის კვლევის სფეროში შედის მხოლოდ საქართველოს უწყებაში შეტანილი განაცხადები და რეგისტრირებული პატენტები. თუ განაცხადი შეესაბამება სასარგებლო მოდელის პატენტუნარიანობის მოთხოვნებს, მიიღება გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე.

პუბლიკაციისთვის, რეგისტრაციისთვის და პატენტის გაცემისთვის განკუთვნილი სახელმწიფო საფასურების გადახდის შემდეგ ხდება პატენტის გაცემა.

კომპანიის „მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები“ სპეციალისტები სიამოვნებით გასცემენ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ შეკითხვას პასუხს და გაგიწევენ სრულ მომსახურებას საქართველოში სასარგებლო მოდელზე პატენტის მოსაპოვებლად.