MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

სასარგებლო მოდელის დაპატენტება რუსეთში

სასარგებლო მოდელის სამართლებრივი დაცვის საკითხები რეგულირდება რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 1351-ე მუხლით. სასარგებლო მოდელი არის ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც დაკავშირებულია მოწყობილობასთან. გამოგონებისგან განსხვავებით, სასარგებლო მოდელისგან არ მოითხოვება საგამომგონებლო დონის არსებობა.

რუსეთში მფლობელის ექსკლუზიური უფლება სასარგებლო მოდელზე შეიძლება მოპოვებულ იქნას მასზე პატენტის მიღებით, რაც ასევე ადასტურებს ავტორობას და პრიორიტეტს.

სასარგებლო მოდელის პატენტის მოქმედების ვადაა 10 წელი განაცხადის შეტანის თარიღიდან, პატენტის ძალაში შენარჩუნების წლიური საფასურის დროულად გადახდის შემთხვევაში.

პატენტის მოპოვების პროცედურა შეიძლება დაიყოს რამდენიმე ძირითად ეტაპად, რომელთაგან თითოეულ ეტაპზე ჩვენი კომპანია გაგიწევთ პროფესიონალურ დახმარებას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პატენტის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილება დამოკიდებულია საგანაცხადო მასალების გაფორმების სისწორესა და ასევე საპატენტო უწყების შეტყობინება- მოთხოვნებზე კვალიფიციურ პასუხებზე.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" მოხარული იქნება გაგიწიოთ საკონსულტაციო, საპატენტო და იურიდიული მომსახურების სრული კომპლექსი სასარგებლო მოდელებზე პატენტის მიღების პროცედურასთან დაკავშირებით, რაც მოგცემთ საშუალებას მნიშვნელოვნად დაზოგოთ დრო და შეამციროთ პატენტის გაცემაზე უარის თქმის რისკი, კერძოდ:

  • საკონსულტაციო და სხვა საინფორმაციო ხასიათის მომსახურება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში;
  • საპატენტო კვლევის ჩატარება და სხვადასხვა სახის საპატენტო ძიება;
  • რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად აღწერილობის, ფორმულისა და სხვა მასალების შედგენა;
  • განაცხადების გაფორმება სასარგებლო მოდელზე რუსეთის პატენტის მისაღებად:- განცხადების შეტანა რუსეთში საპატენტო უწყებაში (როსპატენტი);
  • საპატენტო პროცედურების დაჩქარება;
  • საპატენტო უწყების მიერ ექსპერტიზის მსვლელობის პროცესში განაცხადის საქმის წარმოება და იურიდიული მომსახურება;
  • საპატენტო უწყების მოთხოვნებსა და შეტყობინებებზე დროული და კვალიფიციური პასუხების მომზადება;
  • გადაწყვეტილებების გასაჩივრება, განაცხადში ცვლილებების შეტანა;
  • სამართლებრივი ქმედებების განხორციელების ვადის გაგრძელება (მოთხოვნაზე პასუხი, საფასურის გადახდა);
  • პატენტის მოპოვება და ძალაში შენარჩუნება;
  • მოსაკრებლის გადახდა;
  • უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებისა და სალიცენზიო ხელშეკრულებების მომზადება და რეგისტრაცია;
  • საერთაშორისო საპატენტო მომსახურება განმცხადებლისთვის საინტერესო ნებისმიერ ქვეყანაში;
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა მათი დარღვევის შემთხვევაში;
  • სხვა მომსახურება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

სასარგებლო მოდელზე რუსეთის პატენტის მიღების თაობაზე განაცხადის შესატანად საჭიროა მოგვაწოდოთ შემდეგი მასალები.

სასარგებლო მოდელზე პატენტის მოპოვების შემდეგ, პატენტის მფლობელი, ფაქტობრივად, დაპატენტებული ობიექტის მონოპოლიური მფლობელი ხდება და უფლება აქვს განკარგოს იგი საკუთარი შეხედულებისამებრ: გაყიდოს, გადასცეს, აუკრძალოს ან ნება დართოს ვინმეს გამოიყენოს დაცული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი და ა.შ.

რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 1229-ე მუხლის მიხედვით, დაპატენტებული სასარგებლო მოდელის ნებისმიერი სახით გამოყენება უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე, გარდა შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 1359-ე მუხლით, აღიარებულია, როგორც პატენტის მფლობელის ექსკლუზიური უფლების დარღვევა და ისჯება კანონით. თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას.

ვამახვილებთ თქვენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ რუსეთში სასარგებლო მოდელზე მოპოვებული პატენტი დაცულია მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე. იმისათვის, რომ დაიცვათ სასარგებლო მოდელი სხვა ქვეყნებში, საჭიროა განაცხადის შეტანა თქვენთვის საინტერესო თითოეულ ქვეყანაში ან ისარგებლოთ საერთაშორისო დაპატენტების პროცედურით.

დსთ-ს, ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების პატენტრწმუნებულებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის საშუალებით, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს სასარგებლო მოდელის დაპატენტებასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას განმცხადებლისთვის საინტერესო ნებისმიერ ქვეყანაში (დსთ-ის ქვეყნებში სასარგებლო მოდელის დაპატენტება, სასარგებლო მოდელის დაპატენტების საერთაშორისო პროცედურა).

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" უზრუნველყოფს პატენტის მიღებასა და მისი ძალაში შენარჩუნების საქმის წარმოების პროცესის მსვლელობისას მიღებული ყველა სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობას.