MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

სასარგებლო მოდელის დაპატენტება ჩინეთში

განვითარების ამ ეტაპზე ჩინეთი ერთ-ერთი ქვეყანაა მუდმივი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საკანონმდებლო ბაზის მუდმივად გაუმჯობესებამ, საშუალება მისცა უცხოურ საწარმოებს, რომელთაც აქვთ საკუთარი ბიზნესი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მიიღონ პატენტები თავიანთ სასარგებლო მოდელებზე მოცემულ ქვეყანაში. დღეისათვის, ჩინეთში „პატენტების შესახებ“ კანონის მესამე შესწორება მოქმედებს, რომელიც ძალაში შევიდა 2009 წლის 1 ოქტომბრიდან, რაც მიზნად ისახავს პატენტის მფლობელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, საგამომგონებლო პოტენციალის გაძლიერებას, ტექნიკური პროგრესისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

სასარგებლო მოდელზე პატენტის მიღების პროცედურა ჩინეთში საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომია.

პატენტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურის თავისებურებები ჩინეთში

ძირითად აღმასრულებელ ორგანოს პატენტების გაცემის სფეროში წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს საპატენტო უწყება.

ჩინეთში სასარგებლო მოდელის პატენტის მოქმედების ვადაა 10 წელი განაცხადის შეტანის თარიღიდან.

განაცხადი სასარგებლო მოდელზე პატენტის მისაღებად ჩინეთში შეიძლება წარედგინოს მხოლოდ ერთი სასარგებლო მოდელის მიმართ.

ჩინეთში პატენტის მიღების პროცედურა სასარგებლო მოდელზე მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

1. განაცხადის წარდგენა პატენტის მიღების თაობაზე.

განმცხადებლები, რომლებსაც არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, პატენტის მისაღებად განაცხადის წარდგენისას და მასთან დაკავშირებული შემდგომი საქმის წარმოებისას, ვალდებულნი არიან წარმოადგინონ თავიანთი ინტერესები უწყების წინაშე პატენტრწმუნებულების მეშვეობით, მათთვის მინდობილობის მინიჭების საშუალებით. განაცხადის გაფორმება ხორციელდება ჩინეთის "პატენტების შესახებ" კანონის საფუძველზე შეთანხმების შესაბამისად, რომელიც დაიდო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ განმცხადებლის ქვეყანასთან, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობს ორივე სახელმწიფო ან ნაცვალგების პრინციპის შესაბამისად.

პატენტის მიღება სასარგებლო მოდელზე შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს:

  • ახალს;
  • პრაქტიკულად გამოყენებადს;

განმცხადებელი სარგებლობს სიახლესთან დაკავშირებული უპირატესობით, თუ ის წარადგენს განაცხადს ექვსი თვის განმავლობაში შემდეგი გარემოებების შედეგად:

  • თუ სასარგებლო მოდელის დემონსტრირება განხორციელდა ჩინეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ან აღიარებულ საერთაშორისო გამოფენაზე;
  • თუ სასარგებლო მოდელის გასაჯაროება მოხდა კონკრეტულ სამეცნიერო ან ტექნიკურ კონფერენციაზე;
  • თუ სასარგებლო მოდელის შინაარსის გამჟღავნდება მოხდა სხვა პირის მიერ ავტორის თანხმობის გარეშე.

პრიორიტეტი:

განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პრიორიტეტის უფლებით 12 თვის განმავლობაში პირველი განაცხადის შეტანის დღიდან, სასარგებლო მოდელზე საზღვარგარეთ პატენტის გაცემის თაობაზე, საკუთარ სასარგებლო მოდელთან მიმართებაში შეთანხმების შესაბამისად, რომელიც დაიდო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ განმცხადებლის ქვეყანასთან ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობს ორივე სახელმწიფო ან ნაცვალგების პრინციპის შესაბამისად.

2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარება.

ექსპერტიზის მსვლელობისას მოწმდება დოკუმენტების გაფორმების სისწორე, რომელსაც მოიცავს საგანაცხადო მასალები, განაცხადის წარდგენისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების წესების დაცულობა. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, მიიღება გადაწყვეტილება სასარგებლო მოდელზე განაცხადის უარყოფის ან პატენტის გაცემის თაობაზე.

3. ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება

ექსპერტიზის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უთანხმოების შემთხვევაში, განაცხადის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე შეტყობინების მიღების დღიდან 3 თვის ვადაში, დასაშვებია მიმართვა პატენტების გადახედვის შესახებ კომისიის წინაშე, გადაწყვეტილების გადახედვის მიზნით. კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული უთანხმოების შემთხვევაში, განმცხადებელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს, გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში.

4. რეგისტრაცია, პუბლიკაცია და პატენტის გაცემა სასარგებლო მოდელზე.

სასარგებლო მოდელზე პატენტის გაცემასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს საპატენტო უწყება იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე და ახდენს რეგისტრაციას და ოფიციალურ პუბლიკაციას. პატენტის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს წლიური საფასური, იმ წლიდან დაწყებული, საიდანაც მას პატენტზე უფლება გადაეცა.

5. მესამე მხარის მიერ საჩივრის შეტანა სასარგებლო მოდელზე საპატენტო უფლებების მინიჭების წინააღმდეგ.

იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ორგანიზაცია ან კერძო პირი მიიჩნევს, რომ პატენტის უფლების მინიჭება სასარგებლო მოდელზე არ შეესაბამება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონის დებულებებს „პატენტების შესახებ“, მათ უფლება აქვთ, პატენტის გაცემის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტიდან, მიმართონ კომისიას პატენტების გადახედვის შესახებ განაცხადით, აღნიშნული დოკუმენტის ბათილად ცნობის შესახებ.

სამართლებრივი ასპექტები: