MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია რუსეთში

რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, სასაქონლო ნიშანი - ეს არის აღნიშვნა, რომელიც ასრულებს საქონლის ინდივიდუალიზაციის, იურიდიული ან ფიზიკური პირების მიერ შესრულებული სამუშაოების ან გაწეული მომსახურების დანიშნულებას.

რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 1491-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოქმედების ვადა განისაზღვრება ათი წლით, ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ აღმასრულებელ ორგანოში განაცხადის შეტანის თარიღიდან სასაქონლო ნიშნის სახელმწიფო რეგისტრაციის მიზნით. სასაქონლო ნიშნის ექსკლუზიური უფლების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ათი წლით კანონიერი მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც შეტანილი იქნება აღნიშნული უფლების მოქმედების უკანასკნელი წლის განმავლობაში.

ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციაში სასაქონლო ნიშნის მოწმობის მიღების წესი შეიძლება დაიყოს რამდენიმე ძირითად ეტაპად, რომელთაგან თითოეულ ეტაპზე ჩვენი კომპანია გაგიწევთ პროფესიონალურ დახმარებას.

გაეცანით უფრო დეტალურ ინფორმაციას სასაქონლო ნიშნებისა და მათი რეგისტრაციის ძირითად ეტაპებზე. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ კალკულატორი, რათა გამოთვალოთ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულება რუსეთში.

საგანაცხადო დოკუმენტაციის რეგისტრაციისთვის საჭირო მოთხოვნები და ექსპერტიზის მოთხოვნებზე დროული და კვალიფიციური რეაგირება ძალიან მკაცრი და მნიშვნელოვანია, რაც განისაზღვრება შესაბამისი დებულებებითა და ინსტრუქციებით და მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" მოხარული იქნება გაგიწიოთ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის განკუთვნილი საკონსულტაციო, საპატენტო და იურიდიული მომსახურების სრული კომპლექსი, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენ დროს და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის რისკს, კერძოდ:

  • კონსულტაცია და წინასწარი კვლევის განხორციელება, სასაქონლო ნიშნების მსგავსებისა და იდენტურობის გამოსავლენად; რეკომენდაციები ამგვარი სასაქონლო ნიშნების აღმოჩენისას;
  • დახმარება საქონლის ჩამონათვალის სწორი კლასიფიკაციისათვის, საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორის მე -11 გამოცემის მიხედვით (მინიჭებული უფლებების მოცულობა განისაზღვრება საქონლისა და მომსახურების სიით);
  • განაცხადების გაფორმება (განაცხადის შედგენა) და შეტანა სასაქონლო ნიშნის დასარეგისტრირებელად კანონმდებლობის შესაბამისად;
  • განაცხადზე საქმის წარმოება და იურიდიული მომსახურება ფორმალური ექსპერტიზის მსვლელობის პროცესში: შუამდგომლობებისა და არგუმენტირებული პასუხების მომზადება ექსპერტიზის მოთხოვნებსა და შენიშვნებზე, გადაწყვეტილებების გასაჩივრება, განაცხადში ცვლილებების შეტანა, ვადების გაგრძელება;
  • მოწმობის მიღება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე და მისი მოქმედების ვადის გაგრძელება;
  • უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებისა და სალიცენზიო ხელშეკრულების მომზადება და რეგისტრაცია;
  • რუსეთში სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და დოკუმენტების გაფორმება;
  • საერთაშორისო რეგისტრაცია განმცხადებლის მიერ შერჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში;
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა მათი დარღვევის შემთხვევაში;
  • სხვა მომსახურება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

სარეგისტრაციო მოწმობის მიღების შემდეგ, სასაქონლო ნიშნის მფლობელი, ფაქტობრივად, რეგისტრირებული ობიექტის მფლობელი ხდება და უფლება აქვს განკარგოს იგი საკუთარი შეხედულებისამებრ: გამოიყენოს საქმიანობის პროცესში, უარი თქვას მის გამოყენებაზე, გაყიდოს, დაუთმოს, აუკრძალოს ან ნება დართოს ნებისმიერ პირს გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი და ასე შემდეგ.

მესაკუთრის უფლებების ნებისმიერი სახით ხელყოფა ან ამგვარი ქმედებები ითვლება სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებების დარღვევად და ისჯება კანონით. თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მომსახურების სრულ პაკეტს.

ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ რუსეთში მიღებული მოწმობა რეგისტრაციის თაობაზე, უზრუნველყოფს სასაქონლო ნიშნების დაცვას მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე. სხვა ქვეყნებში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზნით, თქვენ უნდა მიმართოთ თითოეულ ქვეყანას, რომლითაც დაინტერესებული ხართ ან გამოიყენოთ საერთაშორისო რეგისტრაციის პროცედურა.

დსთ-ს, ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების პატენტრწმუნებულებთან მჭიდრო ურთიერთობის საშუალებით, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს მომსახურების სრულ პაკეტს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნებისმიერ ქვეყანაში (დსთ-ს ქვეყნებში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაცია).