MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ევროკავშირის ქვეყნებში

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალი დონე ბიზნეს საქმიანობის ფართო პერსპექტივას ქმნის. ევროკავშირში კონკურენციის მაღალი დონის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ მდგრადი პოზიციის მისაღწევად აუცილებელია პოტენციურ კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ამ კავშირს, არის ცნობადი ბრენდი, რომლის საშუალებითაც პროდუქტი მომხმარებელთა გონებაში გამოირჩევა სხვა კონკურენტ პროდუქტებს შორის. ამ მიზნის მისაღწევად კი საწყის ეტაპზე საჭიროა ბრენდის (სავაჭრო ნიშნის) რეგისტრაციის პროცესის გავლა ევროკავშირში.

ევროპაში სასაქონლო ნიშნის დაცვის შემდეგი გზები არსებობს იმ განმცხადებლებისთვის, რომლებიც არიან რუსეთიდან:

  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია თითოეული დაინტერესებული ქვეყნის ეროვნულ უწყებაში. ასეთი პროცედურა მიზანშეწონილია, თუ განმცხადებელი დაინტერესებულია მცირე რაოდენობის ქვეყნებით, რადგან ეროვნული პროცედურის მიხედვით რეგისტრაციის ღირებულება იზრდება ქვეყნების რიცხვის პროპორციულად.
  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მადრიდის სისტემის მიხედვით. ეს პროცედურა საშუალებას იძლევა უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში ერთი საერთაშორისო განაცხადის შეტანის გზით. ასეთი პროცედურა მიზანშეწონილია, თუ განმცხადებელი დაინტერესებულია რამდენიმე ქვეყანაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით.
  • ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოფილია ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. ეს პროცედურა მიზანშეწონილია ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე ან მის მნიშვნელოვან ნაწილში საქმიანობისას. ამ ეტაპზე, ევროკავშირი აერთიანებს 28 ქვეყანას: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, უნგრეთი, გერმანია, საბერძნეთი, დანია, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, ჩეხეთი, შვედეთი და ესტონეთი.

ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ხორციელდება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების მეშვეობით (European Union Intellectual Property office). ევროკავშირში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში, მუდმივი წარმომადგენლობა ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ან პარიზის კონვენციის წევრი ქვეყნის მაცხოვრებელია.

გარდა ამისა, ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოფილია მის მთელ ტერიტორიაზე. აღნიშნულ პროცედურას ასევე აქვს დამატებითი უპირატესობები:

  • სასაქონლო ნიშნის დაცვა 28 ქვეყანაში, ერთი განაცხადის შეტანისას;
  • განაცხადის წარდგენა ევროკავშირის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგული);
  • განაცხადის წარდგენა ერთიანი ფორმალური მოთხოვნებით;
  • სასაქონლო ნიშნის მოქმედების შეწყვეტის თავიდან ასაცილებლად 3 წლიანი გამოუყენებლობის საფუძველზე, საკმარისია მისი დადასტურება ევროკავშირის მხოლოდ ერთ-ერთ ქვეყანაში.

ამ პროცედურის ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება ყველა სხვა განცხადებულ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, არსებობს ე.წ. კონვერსიის პროცედურა. კონვერსია ითვალისწინებს განაცხადის გარდაქმნას ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის განაცხადად, ორიდან ერთ-ერთი ზემოთ ჩამოთვლილი სხვა პროცედურის მიხედვით, იმ ქვეყნებში, სადაც რეგისტრაციაზე არ იქნა მიღებული უარი, ამასთან, პრიორიტეტის უფლების შენარჩუნებით.

ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩვენი ოფისის არსებობისა და კომპანიის შტატში ევროპის პატენტრწმუნებულის იუზოსას ლაპიენისის წყალობით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ეფექტური დახმარება გავუწიოთ ჩვენს კლიენტებს მათი ინტელექტუალური შრომის ობიექტებზე უფლებების დაცვაში.