MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია დსთ-ს ქვეყნებში

რუსული კანონმდებლობის თანახმად, სასაქონლო ნიშანი - ეს არის აღნიშვნა, რომელიც ასრულებს საქონლის ინდივიდუალიზაციის, იურიდიული ან ფიზიკური პირების მიერ შესრულებული სამუშაოების ან გაწეული მომსახურების დანიშნულებას.

სამართლებრივი დაცვა, რუსეთის ფედერაციის მიერ უზრუნველყოფილი მოწმობით, სასაქონლო ნიშანზე რეგისტრაციის შესახებ ვრცელდება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

თუ დსთ-ს სხვა ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტირებას ახდენთ, მიზანშეწონილი იქნება დაარეგისტრიროთ იგი თქვენს მიერ შერჩეულ ქვეყანაში ან რამოდენიმე ქვეყანაში.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" მოხარული იქნება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე სრული მომსახურება გაუწიოს ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, უკრაინა) ან ბალტიისპირეთის ქვეყნების განმცხადებელს. ჩვენ შევასრულებთ ყველა სამუშაოს, რაც დაკავშირებულია განაცხადის მომზადებასა და შეტანასთან და შემდგომ მოწმობის მიღებასთან, თქვენს მიერ შერჩეულ ქვეყნებში.

ჩვენი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება, განაცხადების წარდგენის საკითხებთან დაკავშირებით, პატენტრწმუნებულებთან თანამშრომლობით ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში, საშუალებას გვაძლევს წარმატებით წარმოვადგინოთ თქვენი ინტერესები რუსეთის საზღვრებს გარეთ.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" უზრუნველყოფს მომსახურების სრულ კომპლექსს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო და იურიდიულ საკითხებში, ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 ქვეყნიდან ნებისმიერში, რაც დროის მნიშვნელოვნად დაზოგვისა და მოწმობის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული რისკის შემცირების საშუალებას იძლევა, კერძოდ კი:

  • კონსულტაცია და წინასწარი კვლევის ჩატარება მსგავსი და იდენტური სასაქონლო ნიშნის იდენტიფიცირების მიზნით; ამგვარი სასაქონლო ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაციები მის დასამუშავებლად;
  • დახმარება საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის სწორი კლასიფიკაციისათვის, საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის მე -11 გამოცემის შესაბამისად (მინიჭებული უფლებების ფარგლებს განსაზღვრავს საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი)
  • განაცხადების გაფორმება (აღწერილობის შედგენა) და წარდგენა სასაქონლო ნიშნის მიღების თაობაზე კონკრეტული ქვეყნის უწყების წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად;
  • დოკუმენტების მომზადება რუსეთის ფედერაციაში სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
  • განაცხადთან დაკავშირებული საქმის წარმოება და სამართლებრივი მხარდაჭერა ფორმალური ექსპერტიზისა და განცხადებული აღნიშვნის ექსპერტიზის მსვლელობისას; შუამდგომლობის წარდგენა და არგუმენტირებული პასუხების მომზადება ექსპერტიზის მოთხოვნებზე და შენიშვნებზე, გადაწყვეტილებების გასაჩივრება, ცვლილებების შეტანა განაცხადში, განხორციელების ვადების გაგრძელება;
  • მოწმობის მიღება და მისი ძალაში შენარჩუნება;
  • უფლებების გადაცემისა და სალიცენზიო შეთანხმებების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და რეგისტრაცია;
  • საერთაშორისო რეგისტრაცია განმცხადებლისთვის ნებისმიერი დაინტერესებულ ქვეყანაში;
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა მათი დარღვევის შემთხვევაში;
  • სხვა მომსახურება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" უზრუნველყოფს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მსვლელობისას მიღებული ინფორმაციის სრულ კონფიდენციალურობას.