MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ჩინეთში

ჩინეთის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთან ერთად, საკუთარი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ბოლო წლებში. სასაქონლო ნიშნის უფლებების დაცვის სფეროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საკანონმდებლო ბაზის სერიოზული ცვლილებების გათვალისწინებით, ჩინურ კომპანიებს და იმ კომპანიებს, რომლებიც საკუთარ ბიზნესს აწარმოებენ ჩინეთში, აღნიშნული ქვეყნის ბაზარზე მსგავსი საქმიანობით დაკავებული მრავალი კომპანიის საქონელს შორის თავიანთი საქონლის გამოყოფის შესაძლებლობა მიეცათ, მომხმარებლებისთვის ცნობადობის ამაღლების მიზნით და საკუთარი კომპანიების დასაცავად მათთვის განკუთვნილი სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი გამოყენებისგან.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თავისებურებები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

ჩინეთში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში აღმასრულებელი ორგანოა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო უწყება.

ჩინეთში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 წელია.

ჩინეთში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

1. განაცხადის წარდგენა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის:

ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, პირთა ჯგუფს ან ორგანიზაციას უფლება აქვს წარადგინოს განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის ჩინეთში, რაც მომავალში გამოყენებული იქნება განმცხადებლის(ების) მიერ წარმოებული/უზრუნველყოფილი საქონლისა და / ან მომსახურების მიმართებაში.

უცხოელი ფიზიკური ან / და იურიდიული პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩინეთში სასაქონლო ნიშნის დაცვით, ვალდებულნი არიან უწყების წინაშე წარმოადგინონ თავიანთი ინტერესები რეგისტრირებული პატენტრწმუნებულების მეშვეობით.

ჩინეთში სასაქონლო ნიშნის სახით შეიძლება დარეგისტრირდეს ნებისმიერი აღნიშვნა, რომელიც შედგება სიტყვების, გამოსახულებების, ასოების, რიცხვების, სამგანზომილებიანი სიმბოლოების, ფერების კომბინაციის, ბგერების ან ჩამოთვლილი ობიექტებიდან ნებისმიერის კომბინაციისაგან.

პრიორიტეტი:

პარიზის კონვენციის ერთ-ერთ მონაწილე ქვეყანაში ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში განმცხადებელს უფლება აქვს ისარგებლოს პრიორიტეტის უფლებით.

2. განაცხადის ექსპერტიზა და დამტკიცება

განაცხადს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე უტარდება ექსპერტიზა, რომლის დროსაც მოწმდება მისი შესაბამისობა ფორმალურ მოთხოვნებთან, შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა, ისევე როგორც "სასაქონლო ნიშნის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონის" ყველა სხვა მოთხოვნასთან შესაბამისობასთან მიმართებაში.

3. სასაქონლო ნიშნის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება

მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის ორგანიზაცია შეამოწმებს სასაქონლო ნიშნის შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას წინასწარი დამტკიცების შესახებ (წინასწარი გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ), განაცხადს აქვეყნებს ოფიციალურ ბიულეტენში.

4. ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება

თუ ექსპერტიზის ორგანიზაცია გამოიტანს უარყოფით გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განმცხადებელს უფლება აქვს განაცხადზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში წარადგინოს შუამდგომლობა, ექსპერტიზის კომისიის მიერ განაცხადის განმეორებით განსახილველად. კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული უთანხმოების შემთხვევაში, განმცხადებელს ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს, უფლება აქვს გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივროს სახელმწიფო სასამართლოში.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ

სასაქონლო ნიშნის წინასწარი დამტკიცების შესახებ გამოქვეყნების დღიდან 3 თვის განმავლობაში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი მისი რეგისტრაციის წინააღმდეგ.

6. მოწმობის რეგისტრაცია, გამოქვეყნება და გაცემა

იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ან სასაქონლო ნიშანზე მოწმობის გაცემის წინააღმდეგ მითითებულ ვადებში არ იქნა შეტანილი არცერთი საჩივარი, ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნდება ოფიციალურ ბიულეტენში, ხორციელდება რეგისტრაცია და ხდება მოწმობის გაცემა მის კანონიერ მფლობელზე.

ჩინეთში სასაქონლო ნიშანი მოქმედებს 10 წლის განმავლობაში რეგისტრაციის დღიდან. ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს შეუზღუდავი რაოდენობით მომდევნო 10 წლიანი პერიოდებით, იმ პირობით, რომ შესაბამისი საფასური იქნება გადახდილი.

კომპანია “მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები“- ის სპეციალისტები მოხარულნი იქნებიან გაგიწიონ მომსახურება ჩინეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან და უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ჩინეთის ქალაქ პეკინში საკუთარი ოფისის არსებობა, საშუალებას გვაძლევს გადავჭრათ ნებისმიერი ამოცანა, რომელიც დგას ჩვენი მომხმარებლების წინაშე და კონკურენტუნარიან ფასად შუამავლის გარეშე, გავუწიოთ კომპეტენტური მომსახურება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასა და მასთან დაკავშირებული უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.