MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

ჩვენი გუნდი

მერაბ კვიმსაძე

მერაბ კვიმსაძე

  • საქართველოს რეგისტრირებული პატენტრწმუნებული
  • 1962 - ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  • 1962 - 1971 - მეცნიერ მუშაკი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი);
  • 1971 - ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (უკრაინის რადიოელექტრონიკის ინსტიტუტის ასპირანტურა);
  • 1971 - 1983 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკი;
  • 1983 - 1992 - არაწრფივი ოპტიკის განყოფილების უფროსი (სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი „ვოლნა”);
  • 1992 - 1997 - სასაქონლო ნიშნების დეპარტამენტის უფროსი (საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“);
  • 1997 - 2010 - გენერალური დირექტორის მოადგილე (საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“);
  • 2003 - ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (ისმო-ს მსოფლიო აკადემია);
  • 2010 - 2011 - თავმჯდომარის მრჩეველი (საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“);
  • 2011 - რეგისტრირებულია საქპატენტის პატენტრწმუნებულთა რეესტრში;
  • კომპანიაში მუშაობს 2015 წლიდან

გამოგონებებზე, სასაქონლო ნიშნებზე, სასარგებლო მოდელებსა და დიზაინზე განაცხადების მომზადებასა და მათ წარდგენასთან დაკავშირებული საკითხების სპეციალისტი საქართველოში.

ფლობს ქართულს, რუსულს და ინგლისურს.

ვალენტინ მიხაილიუკი

ვალენტინ მიხაილიუკი

  • მთავარი პარტნიორი
  • კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
  • უკრაინის რეგისტრირებული პატენტრწმუნებული
  • 1972 - დაამთავრა ფიზიკის საინჟინრო ფაკულტეტი (მოსკოვის ფიზიკისა და საინჟინრო ინსტიტუტი); 20 წელი მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში დაპატენტებისა და ლიცენზირების სფეროში. კერძოდ, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის დაბალი ტემპერატურების ფიზიკისა და ინჟინერიის ინსტიტუტის დაპატენტებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.
  • 1992 - უკრაინაში საპატენტო სისტემის შექმნის პერიოდისთვის აღიარებულ იქნა სპეციალისტად ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, როგორც უკრაინის პატენტრწმუნებული რეგისტრაციის ნომ.1; იგივე წელს დააარსა კომპანია "პრინს-გრუპ ეს.ეი. დეპტ. ემ", რომლის დასახელებაც შემდგომ შეიცვალა "მიხაილიუკი, სოროკოლატი & პარტნიორები";
  • 2003 წელს აღიარებულ იქნა სასამართლო ექსპერტად ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში და დღესდღეობით ასრულებს სასამართლო ექსპერტის მოვალეობას; სპეციალიზირდება გამოგონებების ეროვნულ და საერთაშორისო დაპატენტების საკითხებზე ტექნოლოგიების ფართო სპექტრში, აგრეთვე, დახმარებას უწევს უკრაინელ და უცხოელ კლიენტებს სასაქონლო ნიშნების და საავტორო უფლებების დაცვაში, ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირების, სამრეწველო საკუთრების დარღვევის, უსამართლო კონკურენციის საკითხებში;

ფლობს უკრაინულს, რუსულს და ინგლისურს.

ანა მიხაილიუკი

ანა მიხაილიუკი

  • პარტნიორი
  • სასაქონლო ნიშნების დეპარტამენტის უფროსი
  • უკრაინის რეგისტრირებული პატენტრწმუნებული
  • დაამთავრა საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტი (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტი), დაამთავრა ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ფაკულტეტი (ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ინსტიტუტი) დაამთავრა სამოქალაქო სამართლის ფაკულტეტი (შინაგან საქმეთა სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  • შეუერთდა კომპანიას 1993
  • სპეციალიზირდება სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის საკითხებში, ძირითადად ეროვნული და საერთაშორისო სასაქონლო ნიშნების შეტანასთან და მათ ძიებასთან დაკავშირებით, სამრეწველო საკუთრების სფეროში სამართლებრივი საქმის წარმოებასა და კონტრაქტების, სამრეწველო საკუთრების დარღვევის სამართალწარმოების და უსამართლო კონკურენციის საკითხებში;

ფლობს უკრაინულს, რუსულს და ინგლისურს.

ვადიმ მიხაილიუკი

ვადიმ მიხაილიუკი

  • პარტნიორი
  • საპატენტო დეპარტამენტის უფროსი
  • უკრაინის რეგისტრირებული პატენტრწმუნებული
  • დაამთავრა მექანიკური ინჟინერიის ფაკულტეტი (აერონავტიკის ეროვნული უნივერსიტეტი 'KhAI'), დაამთავრა ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ფაკულტეტი (ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ინსტიტუტი) დაამთავრა სამოქალაქო სამართლის ფაკულტეტი (შინაგან საქმეთა სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  • შეუერთდა კომპანიას 1995;
  • სპეციალიზირდება გამოგონებებზე ეროვნული და საერთაშორისო პატენტების ტექნოლოგიების ფართო სპექტრში; აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება საპატენტო ძიების, მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საქმის წარმოებისა და უსამართლო კონკურენციის საკითხებში;

ფლობს უკრაინულს, რუსულს და ინგლისურს.

სერგეი სოროკოლატი

სერგეი სოროკოლატი

  • პარტნიორი
  • უკრაინის რეგისტრირებული პატენტრწმუნებული
  • დაამთავრა საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი (სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი), დაამთავრა ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ფაკულტეტი (ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ინსტიტუტი);
  • შეუერთდა კომპანიას 1993;

სპეციალიზირდება სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის საკითხებში; აქვს დიდი გამოცდილება IT ტექნოლოგიების სფეროში; ფლობს უკრაინულს, რუსულს და ინგლისურს.

სვეტლანა კუზნეცოვა

სვეტლანა კუზნეცოვა

  • რუსეთის და ევრაზიის პატენტრწმუნებული
  • 1990 - 2000 - მუშაობდა სამრეწველო საკუთრების ფედერალურ ინსტიტუტში ექსპერტის პოზიციაზე დაპატენტების საკითხებში;
  • 1993 - დაამთავრა რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო ინსტიტუტი, კვალიფიკაცია - სპეციალისტი დაპატენტების საკითხებში;
  • 2000 - 2007 - მუშაობდა სპეციალისტად დაპატენტების საკითებში სს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ცენტრში A.Lyulka NPO Saturn, JSC;
  • 2001 - წარმატებით იქნა აღიარებული პატენტრწმუნებულად რუსეთში და მიიღო ლიცენზია №767;
  • 2007 - 2009 - მუშაობდა სპეციალისტად დაპატენტების საკითხებში კომპანიაში "შპს დამცავი საფარების ტექნოლოგიური სისტემები";
  • 2012 - წარმატებით იქნა აღიარებული პატენტრწმუნებულად ევრაზიაში და მიიღო ლიცენზია ნომ. 298.

ქ-ნი კუზნეცოვა სიამოვნებით გაგიწევთ იურიდიულ მომსახურებას დოკუმენტების შეტანის, სასამართლო საქმის წარმოების, სასარგებლო მოდელის, დიზაინისა და სასაქონლო ნიშნის პატენტის მიღებისა და შენარჩუნების საკითხებში, როგორც რუსეთში, ასევე ევრაზიაში.

ელენა ნოსირევა

ელენა ნოსირევა

  • რუსეთში რეგისტრირებული პატენტრწმუნებული
  • ევრაზიაში რეგისტრირებული პატენტრწმუნებული
  • 2003 - რუსეთის აღიარებული პატენტრწმუნებული;
  • 2005 - ევრაზიის აღიარებული პატენტრწმუნებული;
  • დაამთავრა მეტალურგიის ფაკულტეტი (სამეცნიერო და ტექნოლოგიური სახელმწიფო უნივერსიტეტი "MISiS")

სპეციალიზირდება გამოგონებებსა და სასარგებლო მოდელებზე განაცხადის წარდგენის საკითხებში მეტალურგიის და მანქანათმშენებლობის სფეროში, სასაქონლო ნიშნებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებში.

ფლობს რუსულს და ინგლისურს.

იუოზას ლაპიენისი

იუოზას ლაპიენისი

  • ლიტვის პატენტრწმუნებული
  • 1962 - ლიტვის ვეტერინარული აკადემიის კურსდამთავრებული
  • 1974 - ბიოლოგიური მეცნიერების კანდიდატი
  • 1977 - ლიტვის პატენტმცოდნეობის ინსტიტუციური სტრუქტურის კურსდამთავრებული
  • 1978 - 1981 - მოღვაწეობდა ლიტვის საპატენტო უწყების დამფუძნებლისა და თავმჯდომარის რანგში
  • 1986 - ბიოლოგიური მეცნიერების ასოცირებული პროფესორი - დოცენტი
  • 2004 - გახდა ლიტვის რეგისტრირებული პატენტრწმუნებული
  • 2010 - მუშაობს კომპანიაში „მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები“ - პატენრწმუნებულები მომავალი ეფექტური თანამშრომლობისთვის
ნატალია ტროიცკაია

ნატალია ტროიცკაია

  • ყაზახეთის პატენტრწმუნებული

ჩვენი კლიენტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კომპანია „MSP“ აქტიურად ახორციელებს სტრატეგიულ მოქმედებებს გაფართოების მიზნით. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოღვაწე სწრაფად განვითარებადი კომპანიის სტატუსის დასამტკიცებლად 2010 წლის მარტში ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიხსნა ახალი ოფისი და მიღებულ იქნა ქ-ნი ნატალია ტროიცკაია - ყაზახეთის პატენტრწმუნებულის თანამდებობაზე.

  • 1975 - ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალიზაციის განხრით (ყაზახეთის კიროვის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი);
  • 1976 - პატენტის ლიცენზირების განყოფილების უფროსი სპეციალურ კონსტრუქტორულ-ტექნოლოგიურ ბიუროში;
  • 1996 -გაიარა ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კურსი (ყაზახეთის საპატენტო უწყება);
  • 2006 – კვალიფიცირებული სპეციალისტი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, ჩაბარებული აქვს გამოცდა პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრირებული პატენტრწმუნებულის სტატუსის მისაღებად.

გამოგონებებზე, სასარგებლო მოდელებზე, დიზაინსა და სასაქონლო ნიშნებზე ძიების ჩატარების, განაცხადების მომზადებისა და მათი წარდგენის, ასევე აღნიშნულ განაცხადებთან დაკავშირებული საკითხების სპეციალისტი. ფიზიკისა და ელექტრონის დარგის სპეციალისტი.

ულუგბეკ საიდიევი

ულუგბეკ საიდიევი

  • უზბეკეთის რეგისტრირებული პატენტრწმუნებული
  • 1985 - სამარკანდის მირზო ულუგბეკის სახელობის არქიტექტურისა და მშენებლობის ინსტიტუტის კურსდამთავრებული;
  • 1985 - 1988 - ინჟინერი (სამარქანდის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო ინსტიტუტი);
  • 1988 - 1989 - უფროსი ინჟინერი (სამარქანდის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო ინსტიტუტი);
  • 1989 - 1990 - ასისტენტი (სამარქანდის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო ინსტიტუტი);
  • 1990 - პრაქტიკოსი მკვლევარი (მოსკოვის სამოქალაქო ინჟინერიის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  • 1990 - 1993 - კანდიდატი (მოსკოვის სამოქალაქო ინჟინერიის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  • 1994 - 1996 - ასისტენტი (სამარქანდის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო ინსტიტუტი);
  • 1996 –ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (ევროკავშირის პროგრამა TACIS);
  • 1996 - მთავარი სპეციალისტი (უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების კომიტეტი, ბიზნესის მხარდაჭერის სამსახური);
  • 1996 - 1997 - ბიზნესის მხარდაჭერის სამსახურის სამმართველოს უფროსი (უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების კომიტეტი);
  • 1997 - 1998 - სამმართველოს უფროსი (მუნიციპალური სამსახური გაკოტრების საკითხებზე);
  • 1998 - 2000 - უფროსი კონსულტანტი (პოსტ-პრივატიზების მხარდაჭერის ბიურო); უფროსი კონსულტანტი (პოსტ-პრივატიზაციის მხარდაჭერის ბიურო);
  • 2000 - 2002 - მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი (პოსტ-პრივატიზაციის მხარდაჭერის ბიურო);
  • 2002 - 2003 - ლექტორი (ტაშკენტის ეკონომიკის უნივერსიტეტი, სპეციალიზირებული ბიზნესის სკოლა);
  • 2003 - 2004 - პრაქტიკოსი მკვლევარი (ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა);
  • 2003 - 2005 - უფროსი ლექტორი (ტაშკენტის ეკონომიკის უნივერსიტეტი);
  • 2005 - 2011 - ასოცირებული პროფესორი (ტაშკენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზბეკურ-ინდური ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი);
  • 2007 - 2011 - სრული დოქტორი (კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი);
  • 2011 - უზბეკეთის რეგისტრირებული პატენტრწმუნებული;
  • 2011 - 2012 - ასოცირებული პროფესორი (ტაშკენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უნივერსიტეტი);
  • 2012 – „Ⴑოციალური საწარმოების მართვის“დეპარტამენტის ხელმძღვანელი (უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემია);

გამოგონებებზე, სასარგებლო მოდელებზე, დიზაინსა და სასაქონლო ნიშნებზე განაცხადების მომზადების, მათი წარდგენისა და მათ ძიებასთან დაკავშირებული საკითხების სპეციალისტი.

ფლობს უზბეკურს, რუსულს და ინგლისურს.

ლიუდმილა გერასიმოვა

ლიუდმილა გერასიმოვა

  • ბელორუსის რეგისტრირებული პატენტრწმუნებული
  • 1975 - ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული (ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  • 1982 - პატენტმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული (ეროვნული ეკონომიკის აღმასრულებელი და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრალური ინსტიტუტი საპატენტო საქმიანობის სფეროში, რუსეთის ფედერაცია);
  • 1988 - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (ატესტაციის უმაღლესი კომისია);
  • 1990 - ბიოფიზიკის უფროსი მეცნიერ-მუშაკი (ატესტაციის უმაღლესი კომისია);
  • 1997 - ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი (ატესტაციის უმაღლესი კომისია, ბელორუსის რესპუბლიკა);
  • 1993 - ბელორუსის რესპუბლიკის რეგისტრირებული პატენრწმუნებული რეგისტრაციის ნომ. 31;
  • კომპანიაში მუშაობს 1995 წლიდან;

სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე განაცხადების წარდგენის სპეციალისტი ბელორუსში.

Зарегистрированный патентный поверенный Республики Молдова

ვალენტინ ფოშკა

  • პატენტრწმუნებული მოლდოვაში
  • 1975 - მთავარი ზოოტექნიკოსი („კოლხოზჟივპრომი“);
  • 1980 - ზოოტექნიკის კურსდამთავრებული (მოლდოვას სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი);
  • 1981 - უმცროსი მეცნიერ-მუშაკი (მეცხოველეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი);
  • 1988 - ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
  • 1990 -აკადემიური მდივანი;
  • 2001- დირექტორის მოადგილე (ზოოტექნიკასა და ვეტერინარულ მედიცინაში ბიოტექნოლოგიების კვლევისა და პრაქტიკის ინსტიტუტი);
  • 2010 – აგრარულ მეცნიერებათა მაგისტრი (ზოოტექნიკასა და ვეტერინარულ მედიცინაში ბიოტექნოლოგიების კვლევისა და პრაქტიკის ინსტიტუტი);
  • 2017 - კომპანია „მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები“ პატენტრწმუნებულები;
  • კომპანიაში მუშაობს 2017 წლიდან

ყველა სახის ინტელექტუალური საკუთრების განაცხადის შეტანასა და სასამართლო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების სპეციალისტი.

ფლობს რუმინულს, ინგლისურს და ქართულს.