MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

გამოგონების დაპატენტება საზღვარგარეთ

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რუსეთში მიღებული პატენტი უზრუნველყოფს პატენტის დაცვას მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე. საზღვარგარეთ სამართლებრივი დაცვის (დაპატენტების) მიღების ძირითადი წინაპირობაა:

სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის უზრუნველყოფა, ანუ შიდა სამრეწველო საქონლის დაცვა ექსპორტისას, საზღვარგარეთ აღჭურვილობის მიწოდებისას, ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე საწარმოების მშენებლობისა და ჩვენი ორგანიზაციების მხრიდან გაწეული ტექნიკური დახმარებისას;

უცხოურ კომპანიებზე ლიცენზიების გაყიდვის საუკეთესო პირობების უზრუნველყოფა ეროვნული გამოგონების გამოყენების უფლებების თაობაზე.

საზღვარგარეთ ერთობლივი საწარმოს შექმნა, რომელშიც რუსეთის მხრიდან წვლილის შეტანის სახით ხორციელდება გამოგონებაზე უფლებებისა და სხვა მიღწევების შეტანის პროცედურა;

სამეცნიერო და ტექნიკური ხასიათის თანამშრომლობა უცხოურ კომპანიასთან, რომლის შედეგსაც წარმოადგენს დამოუკიდებელი და ერთობლივი მოქმედება.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" მოხარული იქნება გამოგონების დაპატენტების თაობაზე სრული მომსახურება შესთავაზოს ნებისმიერ დაინტერესებულ განმცხადებელს, ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფიდან. ჩვენ შევასრულებთ ყველა სამუშაოს, რაც დაკავშირებულია განაცხადის მომზადებასა და შეტანასთან და შემდგომ პატენტის მიღებასთან, თქვენს მიერ არჩეულ ქვეყნებში.

ამრიგად, თუ გადაწყვეტთ თქვენი ინტერესების ეკონომიკური დაცვის უზრუნველყოფას არა მარტო რუსეთში, არამედ საზღვარგარეთ, გირჩევთ პატენტის მიღებას თქვენთვის სასურველ ქვეყანაში ან ქვეყნების ჯგუფში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა საზღვარგარეთ შეიძლება განხორციელდეს, როგორც ეროვნული და / ან რეგიონალური განაცხადების შეტანის მეშვეობით თითოეული შერჩეული ქვეყნის / ქვეყნების საპატენტო უწყებაში, ასევე საერთაშორისო განაცხადის წინასწარ შეტანის გზით, ნებისმიერი ქვეყნის ან / და რეგიონის ეროვნულ ან / და რეგიონალურ ფაზაში შემდგომი შესვლით, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულებას (Patent Cooperation Treaty), რაც გამოგონების დაცვის განხორციელებას ამარტივებს და უფრო ეკონომიურს ხდის, იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი სახის დაცვა მოთხოვნილია რამდენიმე ქვეყანაში/რეგიონში.

ამჟამად, თუ თქვენ გსურთ გამოგონების სამართლებრივი დაცვა საზღვარგარეთ, ასეთ შემთხვევაში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეიტანოთ განაცხადი:

ეროვნული პატენტის მიღების თაობაზე დაინტერესებულ ქვეყანაში.

თქვენს ყურადღებას ვამახვილებთ იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 1395-ე მუხლის თანახმად, განაცხადი გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე, რომელიც წარდგენილია რუსეთის ფედერაციაში, შეიძლება წარედგინოს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ ფედერალურ აღმასრულებელ ორგანოებს უცხო ქვეყნებში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში, შესაბამისი განაცხადის შეტანის დღიდან ექვსი თვის ამოწურვამდე, იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს მითითებულ ვადაში არ ეცნობება იმის შესახებ, რომ განაცხადი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.

განაცხადი გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე შეიძლება შეტანილ იქნას ადრე განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც განმცხადებლის მოთხოვნით განხორციელდება განაცხადში არსებული ინფორმაციის შემოწმება, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.

რეგიონალური პატენტი EPO (ევრაზიის საპატენტო ორგანიზაცია).

EPO- ს პატენტის მიღება მიზანშეწონილია, იმ შემთხვევაში, თუ გსურთ დსთ-ს რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე პატენტის დაცვა. ევრაზიის პატენტი უზრუნველყოფს გამოგონების სამართლებრივ დაცვას ერთდროულად ყოფილი საბჭოთა კავშირის (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი) 8 ქვეყანაში.

რეგიონალური პატენტი EPO (ევროპის საპატენტო უწყება)

განაცხადის შეტანა ევროპის საპატენტო უწყებაში (EPO) ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე (ინგლისური, ფრანგული, გერმანული), სადაც მითითებულია ქვეყნები, რომელთა პატენტის დაცვაც მოითხოვება (EPO- ს ქვეყნების სია).

გამოქვეყნების დღიდან, ევროპული პატენტი ანიჭებს პატენტის მფლობელს იმავე უფლებებს, რომლებიც გარანტირებულია ეროვნული პატენტით იმ ქვეყნებში, რომლებიც შეირჩა მათ მიერ, ევროპული განაცხადის შეტანის დროს. თუმცა, ევროპული პატენტის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ იგი მოქმედებს ყველა ევროპული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. პატენტის დაცვის უზრუნველსაყოფად ევროპული პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში, საჭიროა ეროვნული ვალიდაციის პროცესის ჩატარება შერჩეულ ეროვნულ საპატენტო უწყებებში.

ვალიდაციის პროცესში წარმოიშვება თითოეულ შერჩეულ ქვეყანაში ეროვნული პროფესიონალური წარმომადგენლის დანიშვნისა და შერჩეული ქვეყნების ეროვნულ ენებზე საგანაცხადო მასალების თარგმნის, შემოწმებისათვის განკუთვნილი ოფიციალური საფასურის გადახდის საჭიროება. აღნიშნული პროცედურა განმცხადებელს აკისრებს მნიშვნელოვან ფინანსურ ვალდებულებას, მაგალითად, შემოწმების პროცედურა ხუთ ქვეყანაში, ეროვნულ ენაზე თარგმანის უზრუნველყოფით ითვალისწინებს ხარჯებს 5,000 ევროს ოდენობით.

ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს საგანაცხადო მასალების თარგმანთან დაკავშირებული თანხების დაზოგვის დამატებით შესაძლებლობებს, უცხოელი პატენტრწმუნებულების მომსახურებისთვისა და ეროვნული ოფიციალური საფასურების გადახდასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც ხელმისაწვდომი გახდა ლონდონის შეთანხმების წყალობით, რომელიც ძალაში შევიდა 2008 წლის 1 მაისს.

ამგვარად, აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად:

  • ინგლისურ ენაზე ევროპული განაცხადის შეტანა უზრუნველყოფს ევროპული პატენტის ავტომატურ ძალაში შესვლას დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ლიხტენშტეინში, ლუქსემბურგსა და მონაკოში, ეროვნულ ენაზე თარგმანის წარდგენისა და ადგილობრივი პატენტრწმუნებულების დანიშვნის აუცილებლობის გარეშე.
  • ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჰოლანდია, შვედეთი, ხორვატია, დანია და ისლანდია ინგლისურ ენაზე განაცხადის შეტანის შემთხვევაში, აუცილებელია მხოლოდ გამოგონების ფორმულის თარგმანის წარდგენა, ხოლო გამოგონების აღწერილობის თარგმანისთვის დამატებითი თანხების ხარჯვა არ არის საჭირო.
  • ევროპის საპატენტო უწყების ნებისმიერ ოფიციალურ ენაზე წარდგენილი ევროპული განაცხადის ძალაში შესვლისას ლატვიასა და სლოვენიაში, აუცილებელია მხოლოდ გამოგონების ფორმულის თარგმანის წარდგენა.

РСТ-ის (Patent Cooperation Treaty) პროცედურის შესახებ.

განაცხადი პატენტის მიღების თაობაზე საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად, უნდა იქნას შეტანილი ან რუსეთის საპატენტო უწყებაში, ხოლო შემდეგ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (განაცხადი პრიორიტეტის მოთხოვნით) ან პირდაპირ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო განაცხადის PCT შეტანის შედეგს არ წარმოადგენს პატენტის მიღება. წარდგენილ და განსახილველად მიღებულ PCT განაცხადს აქვს შეტანილი განაცხადის ძალა, ხელშეკრულების მონაწილე თითოეულ ქვეყანაში, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულებას (ქვეყნების სია) და საშუალებას აძლევს განმცხადებელს, თავიდან აიცილოს საგანაცხადო მასალების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები ერთი და იმავე გამოგონებაზე, სხვადასხვა ქვეყნებში და / ან რეგიონებში წარსადგენად.

გარდა ამისა, PCT განაცხადის წარდგენის ერთ-ერთ ძირითად უპირატესობას წარმოადგენს ვადის გაგრძელება, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება იმ ქვეყნების ან / და რეგიონების რაოდენობის შესახებ, სადაც წარედგინება განაცხადი პატენტის მიღების თაობაზე, 31 თვის გასვლამდე პრიორიტეტის თარიღიდან (ეროვნული ან რეგიონული განაცხადის პირდაპირ შეტანის შემთხვევაში, აღნიშნული ვადები შეადგენს 12 თვეს პრიორიტეტის თარიღიდან).

PCT-ის პროცედურა ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო ძიებისა და საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას, რომელიც საშუალებას აძლევს განმცხადებელს შეაფასოს ეროვნული ან / და რეგიონული დაპატენტების სტადიაზე გადასვლის მიზანშეწონილობა მანამდე, სანამ მოითხოვება ეროვნული საფასურის გადახდა, რაც პატენტის მიღებისას გათვალისწინებული ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

პატენტის პირდაპირი გაცემა ხორციელდება შერჩეული ქვეყნების ან / და რეგიონების ეროვნული ან / და რეგიონალური უწყებების მიერ. აქედან გამომდინარე, თქვენ გამოგონებაზე სამართლებრივი დაცვის მისაღებად კონკრეტულ შერჩეულ ქვეყნებში ან / და რეგიონებში, PCT განაცხადის დოკუმენტები წარედგინება აღნიშნული ქვეყნების / რეგიონების ეროვნულ ან / და რეგიონალურ უწყებებს (დოკუმენტები შეიძლება წარედგინოს 30-31 თვის განმავლობაში პრიორიტეტის თარიღიდან). ამის შემდეგ, შერჩეული უწყება ატარებს ექსპერტიზას და იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ. დეტალურად საერთაშორისო განაცხადის წარდგენის შესახებ.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" გთავაზობთ მომსახურებას თქვენი გამოგონების პატენტით დაცვის უზრუნველსაყოფად, ნებისმიერ უცხო ქვეყანაში.

ჩვენი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო და ეროვნული განაცხადების წარდგენის საკითხებთან დაკავშირებით პატენტრწმუნებულებთან ერთად თანამშრომლობით დსთ-ს ქვეყნებში, ევროპასა და სხვა უცხო ქვეყნაში, საშუალებას გვაძლევს წარმატებით წარმოვადგინოთ თქვენი ინტერესები რუსეთის საზღვრებს გარეთ.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" უზრუნველყოფს საქმის წარმოების დროს მიღებული ყველა სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობას, პატენტის მიღებასა და ძალაში შენარჩუნების შესახებ.