MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

გამოგონების დაპატენტება რუსეთში

გამოგონების სამართლებრივი დაცვის საკითხები რეგულირდება რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 1350-ე მუხლით. გამოგონება წარმოადგენს ტექნიკურ გადაწყვეტას ნებისმიერ სფეროში, რომელიც განეკუთვნება პროდუქტს (კერძოდ, მოწყობილობას, ნივთიერებას, მიკროორგანიზმთა შტამს, მცენარეთა ან ცხოველთა უჯრედულ კულტურას) ან ხერხს (მატერიალური საშუალებებით მატერიალურ ობიექტზე მოქმედებების განხორციელების პროცესს) მათ შორის, ხერხის ან პროდუქტის გამოყენებას კონკრეტული დანიშნულებით. ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ სრულფასოვან მომსახურებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების მოპოვებასა და დაცვისთვის რუსეთში და მის საზღვრებს გარეთ; მომსახურება გულისხმობს, როგორც კონსულტაციას, ასევე დოკუმენტების მომზადებას, პატენტის წარმატებით მიღებას, მის ძალაში შენარჩუნებას, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელის ინტერესების დაცვას სასამართლოში.

გამოგონებაზე ექსკლუზიური უფლების მოპოვება ხდება პატენტის მიღებით - ანუ დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს გამოგონების პრიორიტეტს, ავტორობას და საკუთრების უფლებას გამოგონებაზე. რუსეთში პატენტის ვადა გამოგონებაზე შეადგენს 20 წელს განაცხადის შეტანის თარიღიდან, პატენტის შენარჩუნებისათვის ყოველწლიური გადასახადის გადახდის გათვალისწინებით.

პატენტის მიღების პროცედურა შეიძლება დავყოთ რამდენიმე ძირითად ეტაპად, რომელთაგან თითოეულ ეტაპზე ჩვენი კომპანია გაგიწევთ პროფესიონალურ დახმარებას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პატენტის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებაზე დიდ გავლენას ახდენს დოკუმენტაციის სწორად გაფორმება და უწყების კითხვებზე სწრაფი რეაგირება. კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას რუსეთში გამოგონებების პატენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, საპატენტო და იურიდიულ მომსახურებას, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს დროს და შეამცირებს პატენტის მიღებაზე უარის თქმის რისკს, კერძოდ კი შემდეგს:

  • კონსულტაცია და საპატენტო ძიების ჩატარება;
  • გაფორმება (ფორმულის, აღწერილობის შედგენა) და განაცხადების შეტანა „როსპატენტის“ ინსტრუქციებისა და წესების შესაბამისად.
  • დაპატენტების პროცედურების დაჩქარება;
  • საქმის წარმოება და განაცხადის იურიდიული მხარდაჭერა ფორმალური და არსობრივი ექსპერტიზის მსვლელობის პროცესში:
  • ექსპერტიზის შენიშვნებზე და მოთხოვნებზე არგუმენტირებული პასუხის და შუამდგომლობის მომზადება;
  • განაცხადის მასალებში ცვლილებების შეტანა;
  • იურიდიული მოქმედებების ვადების გაგრძელება (მოთხოვნის პასუხის, მოსაკრებლების გადასახადის);
  • პატენტის მოპოვება და მისი მოქმედების ძალაში შენარჩუნება;
  • საპატენტო მოსაკრებლის გადახდა;
  • უფლებების და სალიცენზიო ხელშეკრულებების მომზადება და რეგისტრაცია;
  • საერთაშორისო საპატენტო მომსახურება განმცხადებლის მიერ შერჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში;
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა მათი დარღვევის შემთხვევაში;
  • სხვა მომსახურება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

გამოგონებაზე პატენტის მიღების შემდეგ, პატენტის მფლობელი, ფაქტობრივად, დაპატენტებული ობიექტის მონოპოლიური მფლობელია და აქვს უფლება განკარგოს იგი მისი შეხედულებისამებრ: გაყიდოს, გადასცეს, აუკრძალოს ან ნება დართოს ნებისმიერ პირს გამოიყენოს მის მიერ დაცული გამოგონება და ასე შემდეგ.

რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 1229-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ნებისმიერი გამოყენებული დაპატენტებული გამოგონება, გარდა შემთხვევებისა, რომლებიც მოცემულია რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 1356-ე მუხლის მე-4 ნაწილში, ითვლება გამოგონებაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევად და ისჯება კანონით. თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კომპანია „მიხაილიუკი სოროკოლატი და პარტნიორები“ უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისათვის საჭირო მომსახურებას.

თქვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ რუსეთში მიღებული პატენტი უზრუნველყოფს დაცვას მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე. სხვა ქვეყნებში გამოგონების დასაცავად, საჭიროა განაცხადის შეტანა თქვენთვის საინტერესო თითოეულ ქვეყანაში ან საერთაშორისო საპატენტო მომსახურებით სარგებლობა.

დსთ-ს, ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების პატენტრწმუნებულებთან მჭიდრო ურთიერთობის დახმარებით, ჩვენი კომპანია მოხარული იქნება შემოგთავაზოთ გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული სრული მომსახურება ნებისმიერ ქვეყანაში (დსთ-ს ქვეყნებში გამოგონების დაპატენტება, გამოგონებასთან დაკავშირებული საერთაშორისო საპატენტო მომსახურება).

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" უზრუნველყოფს პატენტზე საქმის წარმოების, მისი მიღებისა და ძალაში შენარჩუნების დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.