MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოგონებების პატენტუნარიანობა

ევროკავშირის ტერიტორიაზე პატენტის მიღება ხდება დსთ-ქვეყნებიდან განმცხადებელთა მზარდი რიცხვის ინტერესის საგანი. აღნიშნულ ტერიტორიაზე პატენტის დაცვის ინტერესი დიდია: ევროკავშირი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენს. ევროკავშირის ქვეყნებში განაცხადის შეტანამდე მიზანშეწონილია შესწავლილ იქნას ევროკავშირში გამოგონების დაცვის არსებული ხერხების უპირატესობები და უარყოფითი მხარეები. კერძოდ, უმჯობესია თუ არა განაცხადის შეტანა ევროკავშირის ცალკეულ ქვეყანაში ეროვნული პროცედურის გამოყენებით; ევროპული პატენტის განაცხადის შეტანა რეგიონალური პროცედურით; თუ უმჯობესია ევროკავშირის ერთიანი პატენტის განაცხადის შეტანის ახალი შესაძლებლობებით სარგებლობა, რომელიც მალე გახდება ხელმისაწვდომი.

ეროვნული პროცედურა (პატენტის მიღება თითოეულ ცალკეულ ქვეყანაში): მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით გამოგონებაზე მეტი პატენტის მიღება ხორციელდება საერთაშორისო და რეგიონალური ხელშეკრულებების მეშვეობით, ტრადიციული ეროვნულ პროცედურით პატენტის მიღება არ კარგავს აქტუალურობას. ასეთი პროცედურა მიზანშეწონილია განმცხადებლისთვის, რომლის მიზანს წარმოადგენს პატენტის დაცვა კონკრეტულ ან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში. ეროვნული პატენტის მიღების უპირატესობა მისი შედარებით დაბალი ღირებულებაა.

რეგიონალური პროცედურა (განაცხადის შეტანა რეგიონალური ევროპული პატენტის მისაღებად): კიდევ ერთ საშუალებას ევროკავშირის ტერიტორიაზე პატენტის მისაღებად წარმოადგენს რეგიონული განაცხადის შეტანა ევროპული პატენტის მიღებაზე. ამ ეტაპზე, ევროპის საპატენტო კონვენციაში შედის 38 წევრი ქვეყანა, ასევე 2 ქვეყანა, რომლებიც არ წარმოადგენს ევროპის საპატენტო კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, თუმცა, ხელი მოაწერეს EPO-ს შეთანხმებას ევროპული პატენტის მოქმედების შესახებ მათ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, დამატებით ოთხმა ქვეყანამ, რომლებიც არ არიან ევროპის საპატენტო კონვენციის მონაწილე ქვეყნები, ხელი მოაწერა EPO-ს შეთანხმებას მათ ტერიტორიაზე ევროპული პატენტის ვალიდაციის შესახებ.

გაცემულ ევროპულ პატენტს აქვს ეროვნული პატენტის ძალა თითოეული მითითებული ქვეყნის ტერიტორიაზე. რეგიონალური პროცედურით განაცხადის შეტანა მიზანშეწონილია, თუ განმცხადებლის მიზანია დაიცვას ინტელექტუალური საკუთრება ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში.

აღნიშნული პროცედურის მნიშვნელოვანი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ განაცხადი ევროპულ პატენტზე მხოლოდ ერთ უწყებას (EPO) წარედგინება, ხოლო პატენტის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს ყველა მონაწილე ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაპატენტებასთან დაკავშირებულ დროის ხარჯვასა და ძალისხმევას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განაცხადის წარდგენა ხდება ევროპული საპატენტო უწყების ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) და ევროპული პატენტი ავტომატურად მოქმედებს მხოლოდ გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთის, ლიხტენშტეინის, ლუქსემბურგის, მონაკოს, შვეიცარიის და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიებზე. ევროპული პატენტის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედების გასავრცელებლად, ევროპის საპატენტო კონვენცია ითვალისწინებს (ვალიდაციის) ძალაში შესვლის პროცედურას. ვალიდაციის პროცესში აუცილებელია განაცხადის მასალების თარგმნა შერჩეული ქვეყნების ეროვნულ ენებზე და ვალიდაციის ოფიციალური საფასურის გადახდა. ვალიდაცია ძვირადღირებული პროცედურაა და აქედან გამომდინარე, ითვლება ევროკავშირში პატენტის დაცვის მოპოვების ასეთი ვარიანტის მთავარ ნაკლად.

ერთიანი ევროპული პატენტი (European Unitary Patent) ან უნიფიცირებული ევროპული პატენტი ("European patent with unitary effect"), რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპული საპატენტო კონვენციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად გაცემული ევროპული პატენტი, რომელიც პატენტის მფლობელის მოთხოვნით იქონიებს უნიტარულ ეფექტს.

ამჟამად მოქმედი ევროპული პატენტი მოითხოვს განაცხადის დადასტურებას და თარგმანს EPC- ს თითოეულ წევრ ქვეყანაში, რადგან აღნიშნული ბარიერი მნიშვნელოვნად ართულებს პატენტის მიღების პროცედურას მოცემულ ტერიტორიებზე, ევროკავშირის საბჭო დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას ერთიანი ევროპული პატენტის შექმნის შესახებ, რაც წარმატებული შედეგით დასრულდა 2012 წლის 11 დეკემბერს. განაცხადების წარდგენა ერთიანი ევროპული პატენტის მიღების თაობაზე ხელმისაწვდომი იქნება, როგორც კი ძალაში შევა დადგენილება ერთიანი პატენტისა და ერთიანი საპატენტო სასამართლოს შესახებ. დადგენილება ერთიანი საპატენტო სასამართლოს შესახებ ძალაში შევა, როგორც კი ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მიერ, მათ შორის, საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის მიერ მოხდება კანონპროექტების რატიფიცირება.

ამჟამად, ევროკავშირის ერთიანი პატენტის შესახებ დადგენილებას ხელი მოაწერა 26-მა სახელმწიფომ 28 ევროპული სახელმწიფოდან, (გარდა ხორვატიისა და ესპანეთისა), ხოლო ერთიანი საპატენტო სასამართლოს შესახებ დადგენილება 2017 წლის 1 ოქტომბერს რატიფიცირებულ იქნა 14 ქვეყნის მიერ, მათ შორის, საფრანგეთის მიერ. EPO-ს ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, 2018 წლიდან შესაძლებელი იქნება ერთიანი ევროპული პატენტის მიღებაზე შუამდგომლობების შეტანა. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მეტი ინფორმაცია ევროკავშირის ერთიანი პატენტის მიღების თაობაზე შემდეგ ბმულზე.

ძალზედ მნიშვნელოვანია, ოპტიმალური პროცედურის ჩატარება და სწორი არჩევანის გაკეთება პატენტის მიღების პროცედურასთან დაკავშირებით. საკუთარი ოფისი ევროკავშირის ტერიტორიაზე (ვილნიუსი, ლიტვა), ევროპის ქვეყნებში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში და ასევე ევროპის პატენტრწმუნებულის არსებობა, ჩვენ კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, რომ აღნიშნულ სფეროში ჩვენი კლიენტების უფლებები იქნას დაცული.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" უზრუნველყოფს პატენტის მიღების პროცესში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ევროპაში პატენტის მიღების შესახებ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენ ოფისს ევროკავშირის ტერიტორიაზე.