MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

დიზაინის დაპატენტება საქართველოში

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დიზაინი - არის მთლიანი პროდუქტის ან მისი ნაწილის გამოხატულება, რომელიც გამომდინარეობს თვით პროდუქტის ნიშნებისაგან, მათ შორის, ხაზებისაგან, კონტურებისაგან, ფერებისაგან, ფორმისაგან, ტექსტურისაგან ან/და მასალისაგან, ან პროდუქტის მორთვისაგან. ნაკეთობაში იგულისხმება ნებისმიერი სამრეწველო ან ხელნაკეთი საგნის გადაწყვეტა, მათ შორის, საფუთავი, გაფორმება, გრაფიკული სიმბოლო, ტიპოგრაფიული შრიფტი, შედგენილ პროდუქტში ჩასართავად განკუთვნილი შემადგენელი ნაწილი.

საქართველოში პატენტის მოქმედების ვადა დიზაინზე შეადგენს 5 წელს განაცხადის შეტანის თარიღიდან, რომელიც შეიძლება არაერთხელ გაგრძელებულ იქნას 5 წლით, მაგრამ არა უმეტეს 25 წლისა, პატენტის ძალაში შენარჩუნებისათვის ყოველწლიური სახელმწიფო გადასახადის გადახდის შემთხვევაში.

დიზაინზე პატენტი გაიცემა, თუ განცხადებული გადაწყვეტა აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმს, კერძოდ: სიახლე და ორიგინალურობა.

განაცხადი დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე წარედგინება საპატენტო უწყებას- „საქპატენტს“. მისი რეგისტრაციის პროცედურა საშუალოდ გრძელდება 1 წლის მანძილზე.

განაცხადი დიზაინზე პატენტის მისაღებად

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დიზაინზე საპატენტო განაცხადი შეიძლება ეხებოდეს რამდენიმე დიზაინის ვარიანტს, რომლებიც გაერთიანებულია ერთი საგამომგონებლო იდეით.

დიზაინზე განაცხადის გაფორმების სისწორემ შეიძლება გავლენა მოახდინოს რეგისტრაციის პროცედურის ხანგრძლივობაზე, ექსპერტიზის მხრიდან განაცხადთან დაკავშირებული შესაძლო მოთხოვნების მიღების შესაძლებლობების შემცირების გამო. საქართველოში დიზაინზე განაცხადის შეტანისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

  • განაცხადი პატენტის გაცემის შესახებ;
  • მონაცემები განმცხადებლის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი);
  • დიზაინის გამოსახულება ელექტრონული ფორმით;
  • მინდობილობა, ხელმოწერილი განმცხადებლის იურიდიული პირისთვის (უნდა დაერთოს განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში);
  • განმცხადებლის მიერ პატენტის მიღების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, იმ შემთხვევაში, თუ ავტორი არ არის განმცხადებელი (შეიძლება შეტანილ იქნას 2 თვის განმავლობაში განაცხადის შეტანის თარიღიდან).

დიზაინზე განაცხადის ექსპერტიზა

საქართველოში განაცხადს დიზაინის რეგიტრაციის თაობაზე უტარდება ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი მოთხოვნების ექსპერტიზა.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება 2-3 თვის ვადაში განაცხადის შეტანის თარიღიდან, რომლის დროსაც მოწმდება განაცხადის სისრულე და გაფორმების სისწორე, მათ შორის, იმ დოკუმენტების არსებობა, რომლებითაც დასტურდება განაცხადის შეტანისა და ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარებისთვის დადგენილი საფასურების გადახდა. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ყველა ფორმალურ მოთხოვნას, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება აღნიშნულისა და არსობრივი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან 3 თვის ვადაში და შუამდგომლობის შეტანის შემთხვევაში და შესაბამისი საფასურების გადახდის შემთხვევაში, უწყება ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება შეესაბამება თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს.

არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღება დიზაინის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

ექსპერტიზის მიერ განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ხდება რეგისტრაცია, პუბლიკაცია და დიზაინზე პატენტის გაცემა, დადგენილი საფასურების გადახდის შემთხვევაში.

კომპანიის „მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები“ სპეციალისტები სიამოვნებით გასცემენ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ შეკითხვას პასუხს და გაგიწევენ სრულ მომსახურებას საქართველოში დიზაინზე პატენტის მოსაპოვებლად.