MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

დიზაინის დაპატენტება რუსეთში

რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 1352-ე მუხლის თანახმად, დიზაინი - ეს არის სამრეწველო ან ხელნაკეთი საგნის ვიზუალური მხარის გადაწყვეტა.

დიზაინზე საკუთრების უფლება დასტურდება პატენტით, რომელიც უფლებას აძლევს პატენტის მფლობელს გამოიყენოს იგი საკუთარი შეხედულებისამებრ, თუ ასეთი გამოყენება არ არღვევს სხვა პატენტების მფლობელთა უფლებებს.

დიზაინზე პატენტის მოქმედების ვადა შეადგენს 5 წელს განაცხადის შეტანის თარიღიდან, რომელიც შეიძლება არაერთხელ გაგრძელდეს 5 წლით მაქსიმალური ვადით 25 წლამდე, სახელმწიფო საფასურების დროულად გადახდის შემთხვევაში (2014 წლის 12 მარტის სამოქალაქო კოდექსის IV ნაწილის შესაბამისად).

პატენტის სწრაფად მისაღებად და პატენტის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობის მინიმუმამდე დასაყვანად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება განაცხადისა და სხვა დოკუმენტაციის გაფორმების სისწორეს, აგრეთვე დროულ და კომპეტენტურ პასუხს უწყების შეტყობინება- მოთხოვნებზე.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" მოხარული იქნება გაგიწიოთ საინფორმაციო, საპატენტო და იურიდიული მომსახურების სრული კომპლექსი დიზაინის დაპატენტებასთან დაკავშირებით, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ მნიშვნელოვნად დაზოგოთ თქვენი დრო და შეამციროთ პატენტის გაცემაზე უარის თქმის რისკი, კერძოდ:

  • კონსულტაცია, საპატენტო ძიება და სხვა საინფორმაციო მომსახურება;
  • დიზაინის აღწერილობისა და არსებითი მახასიათებელი ნიშნების ჩამონათვალის შედგენა;
  • განაცხადების რეგისტრაცია და წარდგენა უწყების წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად;
  • პატენტის მიღების პროცედურის დაჩქარება;
  • განაცხადზე საქმის წარმოება და მასთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურება ექსპერტიზის მსვლელობისას: შუამდგომლობის შეტანა და ექსპერტიზის მოთხოვნებსა და შენიშვნებზე დასაბუთებული პასუხების მომზადება, გადაწყვეტილებების გასაჩივრება, განაცხადში ცვლილებების შეტანა, ვადების გაგრძელება;
  • პატენტის მოპოვება და ძალაში შენარჩუნება;
  • საპატენტო მოსაკრებლის გადახდა;
  • უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებისა და სალიცენზიო ხელშეკრულებების მომზადება და რეგისტრაცია;
  • საერთაშორისო დაპატენტება განმცხადებლის მიერ შერჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში;
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა მათი დარღვევის შემთხვევაში;
  • სხვა მომსახურება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

რუსეთში დიზაინზე პატენტის მისაღებად საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი მასალა:

  • ვამახვილებთ თქვენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ რუსეთში მიღებული პატენტი უზრუნველყოფს დაცვას მხოლოდ აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე. იმისათვის, რომ დაიცვათ დიზაინი სხვა ქვეყნებში, აუცილებელია განაცხადის წარდგენა განმცხადებლის მიერ შერჩეულ თითოეულ ქვეყანაში ან შეგიძლიათ ისარგებლოთ საერთაშორისო დაპატენტების პროცედურით.
  • დსთ-ს, ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების პატენტრწმუნებულებთან მჭიდრო ურთიერთობის საშუალებით, ჩვენი კომპანია მოხარული იქნება გაგიწიოთ დიზაინის დაპატენტებასთან დაკავშირებული მომსახურების სრული კომპლექსი ნებისმიერ ქვეყანაში (დსთ-ს ქვეყნებში დიზაინის დაპატენტება, დიზაინის საერთაშორისო დაპატენტების პროცედურა).
  • კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" უზრუნველყოფს პატენტის მიღებისა და მისი ძალაში შენარჩუნების პროცესის მსვლელობისას მიღებული ყველა სახის ინფორმაციის სრულ კონფიდენციალურობას.