MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

დიზაინის დაპატენტება დსთ-ს ქვეყნებში

დიზაინის სამართლებრივი დაცვა რუსეთის მიერ უზრუნველყოფილი პატენტით, ვრცელდება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

თუ დსთ-ს სხვა ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტირებას ახდენთ ან უბრალოდ თქვენი დიზაინის დაცვა გსურთ, მიზანშეწონილი იქნება მისი დაპატენტება მოხდეს შერჩეულ ქვეყანაში ან რამდენიმე ქვეყანაში.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" მოხარული იქნება დიზაინის დაპატენტების თაობაზე სრული მომსახურება შესთავაზოს ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ესტონეთი) ან დსთ-ს ქვეყნების ჯგუფის განმცხადებელს. ჩვენ შევასრულებთ ყველა სამუშაოს, რაც დაკავშირებულია განაცხადის მომზადებასა და შეტანასთან და შემდგომ პატენტის მიღებასთან, თქვენს მიერ არჩეულ ქვეყნებში.

ჩვენი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო და ეროვნული განაცხადების წარდგენის საკითხებთან დაკავშირებით პატენტრწმუნებულებთან ერთად თანამშრომლობით დსთ-ს ქვეყნებში, ევროპასა და სხვა უცხო ქვეყნაში, საშუალებას გვაძლევს წარმატებით წარმოვადგინოთ თქვენი ინტერესები რუსეთის საზღვრებს გარეთ.

ჩვენ ასევე მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ კომპანიამ "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" 2005 წელს გახსნა თავისი ოფისში მოსკოვში, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს საპატენტო პროცედურებს რუსეთის ფედერაციაში და იძლევა თქვენი დროისა და ფულის დაზოგვის საშუალებას.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" უზრუნველყოფს მომსახურების სრულ კომპლექსს საკონსულტაციო, საპატენტო და იურიდიულ საკითხებში დიზაინის დასაპატენტებლად, ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 ქვეყნიდან ნებისმიერში, რაც დროის მნიშვნელოვნად დაზოგვისა და პატენტის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული რისკის შემცირების საშუალებას იძლევა, კერძოდ კი:

  • კონსულტაცია და საპატენტო კვლევის ჩატარება (ძიება);
  • აღწერილობის შედგენა დიზაინის არსებითი ნიშნების შესახებ;
  • განაცხადების გაფორმება და წარდგენა კონკრეტული ქვეყნის საპატენტო უწყების წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად;
  • განაცხადთან დაკავშირებული საქმის წარმოება და სამართლებრივი მხარდაჭერა ფორმალური ექსპერტიზისა და არსობრივი ექსპერტიზის მსვლელობისას; შუამდგომლობის წარდგენა და დასაბუთებული მოთხოვნა-პასუხების მომზადება ექსპერტიზის დასკვნებსა და შენიშვნებზე, გადაწყვეტილებების გასაჩივრება, ცვლილებების შეტანა განაცხადში, სამართლებრივი მოქმედების განხორციელების ვადების გაგრძელება;
  • პატენტის მიღება და მისი მოქმედების ძალაში შენარჩუნება;
  • უფლებების გადაცემისა და სალიცენზიო შეთანხმებების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და რეგისტრაცია;
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა მათი დარღვევის შემთხვევაში;
  • სხვა მომსახურება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" უზრუნველყოფს პატენტის მიღებისა და მისი ძალაში შენარჩუნების მსვლელობისას მიღებული ყველა ინფორმაციის კონფიდენციალურობას.