MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

დიზაინის დაპატენტება ჩინეთში

განვითარების ამ ეტაპზე ჩინეთი ერთ-ერთი ქვეყანაა მუდმივი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საკანონმდებლო ბაზის მუდმივად გაუმჯობესებამ, საშუალება მისცა უცხოურ საწარმოებს, რომელთაც აქვთ საკუთარი ბიზნესი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მიიღონ პატენტები თავიანთ დიზაინებზე მოცემულ ქვეყანაში. დღეისათვის, ჩინეთში „პატენტების შესახებ“ კანონის მესამე შესწორება მოქმედებს, რომელიც ძალაში შევიდა 2009 წლის 1 ოქტომბრიდან, რაც მიზნად ისახავს პატენტის მფლობელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, საგამომგონებლო პოტენციალის გაძლიერებას, ტექნიკური პროგრესისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

დიზაინზე პატენტის მიღების პროცედურა ჩინეთში საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომია.

პატენტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურის თავისებურებები ჩინეთში

ძირითად აღმასრულებელ ორგანოს პატენტების გაცემის სფეროში წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს საპატენტო უწყება.

ჩინეთში დიზაინის პატენტის მოქმედების ვადა შეადგენს 10 წელს განაცხადის შეტანის თარიღიდან.

განაცხადი დიზაინზე პატენტის მიღების თაობაზე ჩინეთში უნდა შემოიფარგლებოდეს ერთი დიზაინით. ორი ან მეტი დიზაინი ერთი პროდუქციის მიმართებაში ან ორი ან მეტი დიზაინი, რომლებიც ეხება ერთ ტიპს და გამოყენებულია ან განხორციელებულია კომპლექტში, შეიძლება წარდგენილ იქნას ერთ განაცხადში.

ჩინეთში დიზაინზე პატენტის მიღების პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

1. განაცხადის წარდგენა პატენტის მიღების თაობაზე.

განმცხადებლები, რომლებსაც არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, პატენტის მისაღებად განაცხადის წარდგენისას და მასთან დაკავშირებული შემდგომი საქმის წარმოებისას, ვალდებულნი არიან წარმოადგინონ თავიანთი ინტერესები უწყების წინაშე პატენტრწმუნებულების მეშვეობით, მათთვის მინდობილობის მინიჭების საშუალებით. განაცხადის გაფორმება ხორციელდება ჩინეთის "პატენტების შესახებ" კანონის საფუძველზე შეთანხმების შესაბამისად, რომელიც დაიდო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ განმცხადებლის ქვეყანასთან, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობს ორივე სახელმწიფო ან ნაცვალგების პრინციპის შესაბამისად.

პატენტის მიღება დიზაინზე შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ დიზაინი წარმოადგენს ახალს და ორიგინალურს განაცხადის წარდგენის დღისთვის.

განმცხადებელი სარგებლობს სიახლესთან დაკავშირებული უპირატესობით, თუ იგი განაცხადს წარადგენს ექვსი თვის განმავლობაში შემდეგი გარემოებების შედეგად:

  • თუ დიზაინის დემონსტრირება განხორციელდა ჩინეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ან აღიარებულ საერთაშორისო გამოფენაზე;
  • თუ დიზაინი გასაჯაროვდა კონკრეტულ სამეცნიერო ან ტექნიკურ კონფერენციაზე;
  • თუ დიზაინის შინაარსის გამჟღავნდება მოხდა სხვა პირის მიერ ავტორის თანხმობის გარეშე.

პრიორიტეტი:

განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პრიორიტეტის უფლებით 6 თვის განმავლობაში პირველი განაცხადის შეტანის დღიდან, დიზაინზე საზღვარგარეთ პატენტის გაცემის თაობაზე, საკუთარ დიზაინთან მიმართებაში იმ შეთანხმების შესაბამისად, რომელიც დაიდო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ განმცხადებლის ქვეყანასთან ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობს ორივე სახელმწიფო ან ნაცვალგების პრინციპის შესაბამისად.

2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარება და მონაცემების გამოქვეყნება განაცხადის დამტკიცების შესახებ პატენტის მისაღებად.

ექსპერტიზის მსვლელობისას მოწმდება დოკუმენტების გაფორმების სისწორე, რომელსაც მოიცავს საგანაცხადო მასალები, განაცხადის წარდგენისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების წესების დაცულობა. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის დროს განაცხადი ჩაითვლება ფორმალური მოთხოვნების შესაბამისად, მისი შეტანის თარიღიდან 18 თვის განმავლობაში, გამოქვეყნდება ინფორმაცია ამის თაობაზე.

3. არსობრივი ექსპერტიზა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საპატენტო კანონის თანახმად, არსობრივი ექსპერტიზა წარმოადგენს გადავადებულს. პატენტის რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს შუამდგომლობა საპატენტო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუკი ექსპერტიზის შედეგად დამტკიცდება, რომ განაცხადი არ აკმაყოფილებს კანონით მოთხოვნილ პირობებს, განმცხადებელს ეგზავნება წერილი მასში ცვლილებების შეტანის ან მათზე უარის თქმის მოთხოვნით.

4. ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება

ექსპერტიზის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უთანხმოების შემთხვევაში, განაცხადის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე შეტყობინების მიღების დღიდან 3 თვის ვადაში, დასაშვებია პატენტების გადახედვის შესახებ კომისიისთვის მიმართვა, გადაწყვეტილების გადახედვის მიზნით. კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული უთანხმოების შემთხვევაში, განმცხადებელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს, გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში.

5. რეგისტრაცია, პუბლიკაცია და პატენტის გაცემა დიზაინზე

დიზაინზე პატენტის გაცემასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს საპატენტო უწყება იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე და ახდენს რეგისტრაციას და ოფიციალურ პუბლიკაციას. პატენტის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს ყოველწლიური საფასური, იმ წლიდან დაწყებული, საიდანაც მას პატენტზე უფლება გადაეცა.

6. მესამე მხარის მიერ საჩივრის შეტანა დიზაინზე საპატენტო უფლებების მინიჭების წინააღმდეგ.

იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ორგანიზაცია ან კერძო პირი მიიჩნევს, რომ პატენტის უფლების მინიჭება დიზაინზე არ შეესაბამება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონის დებულებებს „პატენტების შესახებ“, მათ უფლება აქვთ, პატენტის გაცემის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტიდან, მიმართონ კომისიას პატენტების გადახედვის მიზნით, განაცხადით აღნიშნული დოკუმენტის ბათილად ცნობის შესახებ.

სამართლებრივი ასპექტები:

  • საპატენტო კანონის მესამე რედაქცია (Patent Law of the People's Republic of China), რომელიც ძალაშია 2009 წლის 1 ოქტომბრიდან.
  • დებულება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საპატენტო კანონის გამოყენების შესახებ