MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

სასაქონლო ნიშნის იდენტურობის და მსგავსების ონლაინ ძიება უფასოდ — სასაქონლო ნიშნების ძიება საქართველო

საქართველოში სასაქონლო ნიშნების ონლაინ ძიება, პირველ რიგში, საჭიროა ნიშნის რეგისტრაციის საწყის ეტაპზე. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არ რეგისტრირდება აღნიშვნები, რომლებიც იდენტურია ან აღრევის დონემდე მსგავსია უკვე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებთან. ამიტომ საქართველოში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის განაცხადის შეტანამდე ჩვენი კომპანიის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიზანშეწონილია ჩატარდეს ძიება განცხადებული აღნიშვნის იდენტურობაზე და მსგავსებაზე უკვე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებთან და შეტანილ განაცხადებთან მიმართებით, რაც ხელს შეუწყობს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის ალბათობის შემცირებას.

სასაქონლო ნიშნის ონლაინ შემოწმება დაგვეხმარება განმცხადებლის დროის და ფინანსების დაზოგვაში, რადგან აღნიშნული სერვისით სარგებლობა უფასოა და იგი ხელმისაწვდომია 24/7. ჩვენ სასაქონლო ნიშნების ონლაინ მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების შესახებ ეროვნული პროცედურის მიხედვით, ასევე შეტანილი განაცხადების შესახებ, რომლებმაც უკვე გაიარეს ფორმალური ექსპერტიზა. სასაქონლო ნიშნების ძიების სერვისი რეგულარულად განახლდება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე სასაქონლო ნიშნების შესახებ ინფორმაციის ყოველი გამოქვეყნების შემდეგ. სასაქონლო ნიშანზე ძიების ჩასატარებლად, შეიყვანეთ მისი სახელწოდება შესაბამის ველში, აირჩიეთ კლასები საერთასორისო კლასიფიკატორის მიხედვით, რომელთა ფარგლებშიც იგეგმება რეგისტრაცია და დააჭირეთ ღილაკს "ძიება".

სასაქონლო ნიშნების ონლაინ ძიება იდენტურობაზე და მსგავსებაზე ყველაზე აქტუალურია სასაქონლო ნიშნის სახელწოდების არჩევის ეტაპზე და იგი ბაზარზე არსებული სიტუაციის გაანალიზების საშუალებას იძლევა, რის მეშვეობითაც შესაძლებელია სწორი არჩევანის გაკეთება.

აღსანიშნავია, რომ უწყების მიერ სასაქონლო ნიშნის ექსპერტიზის ჩატარებისას, სასაქონლო ნიშნის შემოწმების დროს იდენტურობაზე და მსგავსებაზე, გათვალისწინებულია ასევე უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთაშორისო პროცედურის მიხედვით რეგისტრირებული მოწმობები და განაცხადები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი კომპანიის ექსპერტების რეკომენდაციით მიზანშეწონილია სასაქონლო ნიშნის სრული ძიების ჩატარება, რომელიც ასევე ითვალისწინებს მის შემოწმებას იდენტურობაზე და მსგავსებაზე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებთან ან საერთაშორისო პროცედურით შეტანილ განაცხადებთან, ასევე მისი მსგავსების შემოწმებას გამოსახულებით, კომბინირებულ და სხვა სასაქონლო ნიშნებთან. ჩვენი სპეციალისტების მიერ სასაქონლო ნიშნის სრული შემოწმების უპირატესობა მდგომარეობს ანგარიშის უზრუნველყოფაში სასაქონლო ნიშნების სიის წარმოდგენით, რომლებიც შეიძლება დაბრკოლებას წარმოადგენდეს თქვენი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაში დაასევე რეკომენდაციის უზრუნველყოფაში რეგისტრაციისათვის აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასაქონლო ნიშნის სრული ძიება ჩვენს სპეციალისტებთან, დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმით.

Вход